ამერიკაში დაკავებული ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია ციხეში დაჭრეს

AutoSharing Option
აშშ-ში, ბრუკლინის ციხეში მომხდარი ინციდენტის შედეგად მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია დაჭრეს.

სამი კვირის წინ ბრუკლინის ციხეში მომხდარი ინციდენტის შესახებ გამოცემა CrimeRussia-ს მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში შულაიას თარჯიმანმა განუცხადა.

ინციდენტის მიზეზები ამ დრომდე უცნობი რჩება. თავდაპირველად კონფლიქტი შულაიასა და ლათინოამერიკული კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს შორის მოხდა.

"შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. შულაიას მხარი კრივში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ავთანდილ ხურციძემ ("ჩაქუჩა") დაუჭირა. რიცხობრივი უპირატესობა ლათინოამერიკელების მხარეს იყო, რომლებმაც შულაიასა და ხურციძის წინააღმდეგ ცივი იარაღი გამოიყენეს. ადმინისტრაციის ჩარევის
შემდეგ მასობრივი ჩხუბი შეწყდა, შულაია და ხურციძე კი ჰემატომებითა და ზედაპირული ჭრილობებით ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს", - წერს გამოცემა.

CrimeRussia-ს წყაროს ინფორმაციით, ხურციძე სახის არეშია დაჭრილი. სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ შულაია და ხურციძე კარცერში მოათავსეს.

altავთანდილ ხურციძე: რავარი მაგარი "პადერჟკა" სცოდნიათ რუსებს. საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი არა ვარ

altავთანდილ ხურციძე: ახლა მოემზადეთ, კარგი ამბავი უნდა გითხრათ

altსავარაუდოდ, ერთ წელში გამათავისუფლებენ - აშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა

წყარო: ipn.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
Aki kriminaliarvaro da hven gvabralida miss daheras.
Bajo
12:26 28-08-2018
10
ასეთია კრიმინალების ბედი. აი ასეთები ჰყავს პუ"წ"ინს საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული შიდა არეულობისთვის, არამარტო 15 ლარიანები.
დათო30
16:25 28-08-2018
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული