ამერიკაში დაკავებული ავთანდილ ხურციძის ოჯახი საპროტესტო აქციების დაწყებით იმუქრება

AutoSharing Option
ამერიკაში დაკავებული სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის მშობლები შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებული არიან და საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებენ.

„დავიწყებთ საპროტესტო აქციებს, რადგან არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, მათ შორის არც მთავრობა. სხვა გზა ჩვენ არ დაგვიტოვეს“ , - განაცხადა სპორტსმენის დედამ მაყვალა ხურციძემ.

სპორტსმენის დედა ასევე მოითხოვს რამდენიმე ხნის წინ ციხეში მომხდარი ჩხუბის ამსახველი კადრების გადაცემას. ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ბოლოს საპატიმროში მომხდარი ჩხუბიც სასჯელის გასამკაცრებლად დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სხვა პირებთან ერთად დააკავეს. ქართველი მოკრივე
ნიუ-იორკის სასამართლომ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრად ცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ შემთხვევაში არ ვიცი რახდება,მაგრამ მომპარავს და ზოგადად კრიმინალს რა გამოსვლები და რა მიტინგები.ან მტავრობა რატოუნდა მიეხმაროს კრიმინალს?მოიპარე?იჯექი აბა როგორ გინდათ? ზოგადად ავთოსაც და ყველა პატიმარს ჯანმრთელობას,სულის სიმტკიცეს და თავისუფლებას უსურვებ....
euhh
14:56 09-09-2018
2
Ojaxs tanavugrdznob, avtos rogorc sporcmens tanavugrdznob, rogorc pirovnebas vurchev dapiqrdes tavis archeul gzaze. Datu es unda rac xdeba mashin nu gvamadlis tavis qartvelobas
Gulshematkivari
12:42 09-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული