კრივის მოყვარულებს, რომლებსაც მაიკ ტაისონი რინგზე უნახავთ, ალბათ, ეჭვი არასდროს შეპარვიათ, რომ ის მებრძოლადაა დაბადებულია. სახის ბრაზიანი გამომეტყველება, დაკუნთული სხეული, რომელსაც ნებისმიერის ნოკაუტში ჩაგდება შეუძლია, ვინც გამარჯვების გზაზე გადაეღობება. თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა. ბავშვობაში მაიკი ტიპიური ბავშვი იყო, რომელიც სწავლაზე იყო ორიენტირებული.

ტაისონი 1966 წლის 30 ივნისს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ისეთ უბანში დაიბადა, სადაც ახალგაზრებს მხოლოდ ორი გზა ჰქონდათ: სპორტი ან ციხე. მაიკის მამამ, შვილის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე ოჯახი მიატოვა, რომელშიც მომავალი მოკრივის გარდა, კიდევ ორი შვილი - ვაჟი როდნეი და ქალიშვილი დენისი იზრდებოდა.

გასაკვირი არ არის, რომ მაიკს უდარდელი ბავშვობა არ ჰქონია: ცუდი კვება, სახლი წყლისა და ცენტრალური გათბობის გარეშე. შესაბამისად, გარშემო, არც მოსახლეობა იყო კანონმორჩილი.

მორცხვი მაიკი ადრეული ასაკიდან დაცინვისა და დამცირების ობიექტი იყო. მასზე ყველა ძალადობდა, ვისაც არ ეზარებოდა, მათ შორის გოგონებიც.

მაიკს ცუდი მხედველობა ჰქონდა და სათვალეებს ატარებდა, რის გამოც თანატოლები კიდევ უფრო მეტად დასცინოდნენ. როცა ნაცემი და შეშინებული ბავშვი სახლში გარბოდა, დამცირება იქაც გრძელდებოდა: უფროსი ძმა როდნეი მას მოზარდ მეზობლებზე არანაკლებად ამცირებდა.

იმაში დასარწმუნებლად, რომ მასაც შეეძლო მოძალადეებისთვის საპასუხო ქმედება, ბავშვს ერთი შემთხვევა დაეხმარა. მაიკს გატაცება ჰქონდა, ის მტრედებს ამრავლებდა. მხოლოდ საყვარელ ფრინველებთან ავიწყდებოდა ტაისონს ყველა მისი პრობლემა. მაგრამ ერთხელაც, როცა მაიკი ეზოში თავის მტრედებთან იჯდა, მასთან რამდენიმე წლით უფროსი ბიჭი მივიდა. მან თავხედური კბილების კრეჭით ერთი მტრედი დაიჭირა და თავი მოაცალა.

მაიკი თითქოს ვიღაცამ შეცვალა, ის გაბრაზებული ეცა ბიჭს, რომელიც ფიზიკურად მას ორჯერ აღემატებოდა. წარმოუდგენელი რამ მოხდა: სათვალეებიანმა ბიჭმა ცემა ის, ვისიც საშინლად ეშინოდა. თავად ტაისონი იხსენებს, რომ ამ შემთხვევის შემდეგ ის ნამდვილ შურისმაძიებელ მანქანად გადაიქცა, ეჩხუბებოდა ყველას, მასზე ბევრად უფრო ძლიერებსაც კი.

გასაკვირი არ არის, რომ მალე ბიჭი არასრულწლოვანთა გამოსასწორებელ კოლონიაში მოხვდა. სწორედ აქ, ყოფილმა პროფესიონალმა მოკრივემ, ბობ სტიუარტმა, რომელიც კოლონიაში ფიზკულტურას ასწავლიდა, მაიკს კრივით დაკავება შესთავაზა. მალე ტაისონის მენტორი ლეგენდარული მწვრთნელი კას დამატო გახდა, რომელმაც თავის დროზე ოლიმპიური ჩემპიონი, ფლოიდ პატერსონი აღზარდა, რომელსაც წარსულში ასევე ჰქონდა პრობლემები სასამართლოსთან.

თავდაუზოგავ წვრთნას უშედეგოდ არ ჩაუვლია. 1985 წელს მაიკ ტაისონი პირველად გამოვიდა პროფესიონალურ რინგზე. 1986 წლის ნოემბერში კი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ტრევორ ბერბიკა დაამარცხა. ტიტული ტაისონს გადაულოცეს, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი გახდა მძიმე წონაში. ის მხოლოდ 20 წლის იყო.

ავტორი: ანა ვერძაძე

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
რას ნიშნავს ტექნიკური SEO და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
"ვისაც ფეხბურთი ესმის, ყველამ იცის "ოქროს ბურთი" ვინ უნდა მოიგოს" - ნიკო უილიამსი
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
[VIDEOS] მეტოქისგან უფრო დაფასდა - ჰოილუნმა გოლი რონალდოს სტილში აღნიშნა, შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელს ხელი ჰკრა
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
მარკის რიდის წარმატებული დებიუტი და გამარჯვება ევროთასზე
კლოპის ხელმძღვანელობით გერმანიამ პირველად მოიგო - ნიდერლანდებმა საბერძნეთთან ფრეს მიაღწია
პორტუგალიამ დანიას რონალდოს გარეშე მოუგო და ერთპიროვნული ლიდერია
ოთარ კაკაბაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალ პირველი თამაში მოვიგოთ
რამაზ სვანაძე: ეს ორივე გუნდისთვის ჯგუფის მოსაგებად ბოლო შანსია
U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]
"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა
"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი