გენადი გოლოვკინმა სტივ როლსი დაამარცხა და კანელო გამოიწვია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 9 ივნისის დილით ნიუ იორკში, "მედისონ სქვეარ გარდენში" გაიმართა ბრძოლა ყაზახ გენადი გოლოვკინსა და კანადელ სტივ როლს შორის. გოლოვკინს აქამდე გამართული 40 ბრძოლიდან 38 ჰქონდა მოგებული, ხოლო კანადელი 19 ჩატარებულ ბრძოლაში დაუმარცხებელი იყო.

კანადელმა მხოლოდ 4 რაუნდი გაუძლო GGG-ს, ისიც ბოლომდე ვერა და გოლოვკინმა ნოკაუტით გაიმარჯვა.

ბრძოლის შემდეგ, ყაზახმა მორიდების გარეშე აღნიშნა, თუ ვინ სურს მომავალ მეტოქედ:

"ეს ყველამ იცის, ყველამ... რა თქმა უნდა, მზად ვარ სექტემბერში კანელოსთან საჩხუბრად , მხოლოდ მას დაუსვით ეს შეკითხვა... თუ თქვენ დრამატული შოუ
გსურთ, უთხარით მას(რომ შემებრძოლოს).

მე მჯერა, რომ ჩვენი ბრძოლა შედგება. რადგან ეს კრივია, ეს კრივის ბიზნესია და რატომაც არა?"

მოგეხსენებათ, კანელოსა და GGG-ს შორის აქამდე ორი ბრძოლა გაიმართა. პირველი ფრედ დასრულდა, მეორე კანელომ მოიგო. ორივე ჩხუბი 12 რაუნდი გრძელდებოდა.

ამ გამარჯვების შემდეგ, კი, გაჩნდა შანსი, რომ ისინი მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს. იმის გათვალისწინებით, რომ არაა ცნობილი ვინ იქნება კანელოს მეტოქე სექტემბერში, გოლოვკინი იდეალური ვარიანტი იქნება კრივის მოყვარულებისთვის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული