28 ივნისს, მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ფინალში საქართველოს ნაკრების მოკრივე სახილ ალახვერდოვი (49 კგ) გავიდა.
ალახვედროვმა ნახევარფინალში დაძაბულ ბრძოლაში 3:2 სძლია იტალიელ ფედერიკო სერას.
მან 1/2-ფინალამდე გერმანელი ომარ იბრაჰიმი და ბრიტანელი აჰმედ აკელი დაამარცხა.
30 ივნისს, ფინალში ალახვერდოვი სომეხ არტურ ოვნანისიანს შეხვდება.
დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა ოთარ ერანოსიანმა (60 კგ) ნახევარფინალი რუსეთის წარმომადგენელ გაბილ მამედოვთან წააგო და რეგლამენტის მიხედვით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.