ფიურისა და უაილდერს შორის განმეორებითი ბრძოლის თარიღი ცნობილია

AutoSharing Option
მსოფლიოს ექს ჩემპიონმა სუპერმძიმე წონაში ბრიტანელმა ტაისონ ფიურიმ განცხადება გააკეთა დიონტეი უაილდერთან განმეორებითი ბრძოლის შესახებ და თარიღიც დაასახელა.

ბრძოლა WBC კატეგორიით ჩემპიონობისთვის გაიმართება.

"ბრძოლა რევანშისთვის უაილდერთან შედგება, კონტრაქტს უკვე მოეწერა ხელი. ჩხუბი 22 თებერვალს გაიმართება. ამჯერად რინგზე 3-წლიანი პაუზის შემდეგ არ გავალ. არც იმდენ ალკოჰოლს დავლევ, როგორც მანამდე იყო. ასე რომ, უაილდერს ნოკაუტში ძალიან ადვილად ჩავაგდებ", - გადმოსცემს ფიურის სიტყვებს Metro.co.uk.

გამოცემის მიხედვით უაილდერამდე ბრიტანელი მოკრივე ამერიკელ ჯარელ მილერს შეხვდება. ეს ბრძოლა, წესით, 2019 წლის 5 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ,
უაილდერსა და ფიურის შორის პირველი ბრძოლა 2018 წლის 1 დეკემბერს გაიმართა. მსაჯთა გადაწყვეტილებით ჩხუბი ფრედ დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული