მსოფლიოს ექს ჩემპიონმა სუპერმძიმე წონაში ბრიტანელმა ტაისონ ფიურიმ განცხადება გააკეთა დიონტეი უაილდერთან განმეორებითი ბრძოლის შესახებ და თარიღიც დაასახელა.
ბრძოლა WBC კატეგორიით ჩემპიონობისთვის გაიმართება.
"ბრძოლა რევანშისთვის უაილდერთან შედგება, კონტრაქტს უკვე მოეწერა ხელი. ჩხუბი 22 თებერვალს გაიმართება. ამჯერად რინგზე 3-წლიანი პაუზის შემდეგ არ გავალ. არც იმდენ ალკოჰოლს დავლევ, როგორც მანამდე იყო. ასე რომ, უაილდერს ნოკაუტში ძალიან ადვილად ჩავაგდებ", - გადმოსცემს ფიურის სიტყვებს Metro.co.uk.
გამოცემის მიხედვით უაილდერამდე ბრიტანელი მოკრივე ამერიკელ ჯარელ მილერს შეხვდება. ეს ბრძოლა, წესით, 2019 წლის 5 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ,