ტაისონ ფიურის მოკრივის ლიცენზია შეუჩერეს

AutoSharing Option
მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ ორთვიანი სამედიცინო დისკვალიფიკაცია მიიღო.

ეს დისკვალიფიკაცია მას ტრავმის გამო მისცეს, რომელიც ოტო უალინთან შეხვედრაში მიიღო, - იტყობინება Mirror-ი.

შტატ ნევადის ათლეტურმა კომისიამ მოკრივის ლიცენზია 14 ნოემბრამდე შეაჩერა. ამის მიუხედავად, ფიურის პრომოუტერი ფიქრობს, რომ დაგეგმილი 22 თებერვლისთვის, დეონტე უაილდერის რევანშისთვის მზად იქნება.

შეგახსენებთ, რომ ტაისონ ფიურიმ ოტო უალინი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ ბრიტანელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მარჯვენა თვალთან 47 ნაკერი დაადეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული