კიდევ ერთი საოცარი ბრძოლა სუპერმძიმე კატეგორიაში - ჩემპიონი კვლავ დაუმარცხებელია

AutoSharing Option
დღეს, 24 ნოემბრის დილით ლას ვეგასში გაიმართა ბრძოლა სუპერმძიმე კატეგორიაში WBC-ის კატეგორიით მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მოსაპოვებლად ამერიკელ დეონტაი უაილდერსა და კუბელ ლუის ორტისს შორის და მოქმედმა ჩემპიონმა მე-7 რაუნდის ბოლო წამზე ტექნიკური ნოკაუტით მოახერხა გამარჯვება.

მე-7 რაუნდის ბოლოს ლუის ორტისმა ძალიან სახიფათო შეტევა განახორციელა, თუმცა უაილდერმა თავი დაიცვა და ბოლო წამზე საშინელი ძალით დაარტყა ორტისს. 40 წლის კუბელი კარიერაში მე-3-დ ჩავარდა ნოკდაუნში (3-ვე უაილდერთან იყო), ფეხზე კი წამოდგა, თუმცა მსაჯმა ბრძოლა შეწყვიტა და უაილდერმა მე-10-დ დაიცვა ტიტული.

აღნიშნული გამარჯვება ამერიკელისათვის
41-ე იყო (42-დან) და ისევ დაუმარცხებელი ჩემპიონია. ხოლო, ლუის ორტისი კარიერაში მეორად დამარცხდა და მეორედვე დეონტაი უაილდერთან. აღსანიშნავია, რომ მე-7 რაუნდის დაწყებამდე ანგარიში ორტისის სასარგებლოდ იყო - 58:56 და მე-7 რაუნდიც მისი უპირატესობით ჩაიარა, თუმცა უაილდერის მარჯვენამ ყველაფერი შეცვალა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კი მაგრამ მაგ წონაში რომ თეთრი მექსიკელი ბატონობს?ეგ რაღაც ბანძი ქამარი იქნება.
ddgfdf
20:21 24-11-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული