ტაისონ ფიური უაილდერს: ბომჟო, შენმა ცოლმა და შვილებმაც იციან, რომ დაგამარცხე; იცოდე, კიდევ დაგამარცხებ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა სუპერმძიმე წონაში ტაისონ ფიურიმ ჩაწერა ვიდეო, რომელშიც WBC-ის სუპერმძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონ დეონტაი უაილდერს მიმართა.

"ეს სპეციალური შეტყობინებაა დეონტაი უაილდერისათვის ტაისონ ფიურისგან. ის დადის და ლაპარაკობს, რომ სუპერმძიმე წონაში საუკეთესო მოკრივეებს ებრძვის, თუმცა საუკეთესო არც დომინიკ ბრაიზილია და არც ლუის ორტისი.

დომინიკ ბრაიზილი, საუკეთესო შემთხვევაში, საშუალო დონის მოკრივეა, ლუის ორტისი კი 145 წლისაა. თან, ის ერთხელ უკვე დაამარცხე, შე უკანალო.

შენ ერთადერთ მაგარ მოკრივეს ეჩხუბე და ეს მე ვიყავი. მე კი დაგამარცხე. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ შენ
"ბოშების მეფესთან" წააგე, რომელსაც 3 წელი ბრძოლა არ ჰქონდა ჩატარებული.

საკუთარი შესაძლებლობების 50%-ით ვიბრძოდი და დაგამარცხე. ბომჟო, იცოდე, ისევ დაგამარცხებ. შენი არ მეშინია, თან იცი, რომ წააგე. შენმა მწვრთნელმა, ცოლმა, შვილებმაც კი იციან, რომ წააგე. იცოდე, მოვდივარ", - თქვა ფიურიმ.

უაილდერსა და ფიურის შორის მატჩ-რევანში 22 თებერვალს, ლას ვეგასში გაიმართება. პირველი ბრძოლა ფრედ დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული