კრივში, რუსეთის ჩემპიონი გიორგი კუშიტაშვილი მოსკოვის ცენტრში დააკავეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული.
მას ბრალად სახელმწიფოს წარმომადგენელის მიმართ ჩადენილი ძალადობა ედება. რუსული საინფორმაციო საშუალებების მიხედვით, კუშიტაშვილმა "როსგვარდიის" თანამშრომელს სცემა.
გასულ ღამით წარმოშობით ქართველი მოკრივე მეგობარ, ოვიკ ოგანესიანთან ერთად მოსკოვის ცენტრში დააკავეს. დაკავებისას კუშიტაშვილმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია და ერთ-ერთ მათგანს ცხვირიც გაუტეხა.