უაილდერი: ჯოშუა მშიშარაა, უაითი - მატყუარა

AutoSharing Option
WBC-ის ჩემპიონი მძიმე წონაში, ამერიკელი დეონტეი უაილდერი ESPN-თან საუბარში ბრიტანელ მოკრივეებს, დილიან უაითსა და IBF, WBA და WBO-ს ჩემპიონს ამავე წონით კატეგორიაში, ენტონი ჯოშუას აკრიტიკებს.

"ის პათოლოგიური მატყუარაა. ამბობს, რომ სურს ჩემთან ჩხუბი, მაგრამ ეს ასე არ არის. მას უამრავი შანსი ჰქონდა, ჩემ წინააღმდეგ რომ ებრძოლა. მაგალითად, მე მას ვუთხარი, შეხვედროდა ლუის ორტის და გამარჯვებული ტიტულზე ბრძოლის შანსს მიიღებდა. WBC-მაც დაავალდებულა უაითი, მაგრამ ის ორტისს არ შეხვდა. შემდეგ ბრიზილი ეუბნებოდა: "თუ შენ პრობლემა გაქვს აუცილებელ პრეტენდენტის სტატუსზე, მოდი, ჯერ მე
შემხვდი", თუმცა მასაც თავი აარიდა. კიდევ შემიძლია რამდენიმე მაგალითის მოყვანა, მაგრამ საუბარს აზრი არ აქვს".

ჯოშუაზე უაილდერმა მოკლე კომენტარი გააკეთა: "ჯოშუა უბრალოდ მშიშარაა. როცა მისი სახელი მესმის, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ის ძალიან მშიშარაა".

შეგახსენებთ, უაილდერს თებერვალში ფიურისთან რემატჩი ელოდება, ჯოშუა კი ბულგარელ 
კუბრატ პულევს მარტში დაუპირისპირდება. 

altდეონტაი უაილდერი: თურმე რომის პაპი კრივის დიდი გულშემატკივარია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული