ტაისონ ფიური კვირას, 23 თებერვალს, მძიმე წონის WBC-ს ჩემპიონს, დეონტეი უაილდერს შეხვდება. მოკრივეებისთვის ეს მეორე დაპირისპირება იქნება. პირველად ისინი 2018 წლის 2 დეკემბერს შეხვდნენ და დაზავდნენ. ბრიტანელ ფიურის, როგორც ჩანს, ბრძოლის შემდეგ დასვენებაზე გრანდიოზული გეგმები აქვს.
"ბრძოლის შემდეგ მაგრად დავისვენებ კოკაინთან და ბ*ზებთან ერთად. რა უნდა იყოს კოკაინსა და ბ*ზებზე უკეთესი? მე ვირჩევ იაფფასიანებს, 30-დოლარიანებს.
ყოველთვის გაიკეთეთ პენიცილინის ნემსი, სანამ მათთან სექსით დაკავდებით, ხოლო თუ პენიცილინი არ გაქვთ, ორი პრეზერვატივი იხმარეთ", - ურჩია ფიურიმ Daily Caller-ს.