დღეს, 23 თებერვალს WBC-ვერსიით მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ქამარსათვის ბრძოლაში ბრიტანელმა ტაისონ ფიურიმ ამერიკელი დეონტეი უაილდერი დაამარცხა.
ფიური, რომელსაც არც აქამდე წაეგო, მძიმე წონაში ერთადერთი დაუმარცხებელი ჩემპიონია.
ბრძოლის მიმდინარეობისას უაილდერი კარიერაში, მას შემდეგ რაც ჩემპიონი გახდა, პიველად ნოკდაუნში აღმოჩნდა, თან ორჯერ. მსაჯმა ბრძოლა მე-7 რაუნდის შუაში შეწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვების შემდეგ მძიმე წონაში ყველა ქამარი ბრიტანელებს აქვთ - ტაისონ ფიურის 1 და დანარჩენი 3 ენტონი ჯოშუას.
ყოჩაღ ციგანო. იმედია ქამრების გამაერთიანებელ ბრძოლაში ჯოშუასაც დაამარცხებ.