ენტონი ჯოშუა: ტაისონი-ალის ბრძოლაში ეს მოკრივე გაიმარჯვებდა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონი მძიმე წონაში WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ვერსიებით, ენტონი ჯოშუა ვარაუდობს, რომ მაიკ ტაისონი შეძლებდა მუჰამედ ალის დამარცხებას, თუ ასეთი ბრძოლა როდისმე შედგებოდა.

"ღირს ამ ორი ლეგენდის შედარება? საინტერესო კითხვაა. მოდით, ვიმსჯელოთ. მუჰამედ ალის ეპოქაში მძიმეწონოსნები იყვნენ ნახევრად მძიმეწონოსნები. იგივე სიტუაცია იყო მაიკ ტაისონის, ჯორჯ ფორმენის, ლარი ჰოლმსის დროს. ლენოქს ლუისის პერიოდში სიტუაცია შეიცვალა.

მუჰამედ ალიმ დაიწყო ნახევრად მძიმე წონაში და ავიდა ზევით. ის არ ყოფილა სრულფასოვანი მძიმეწონოსანი. მე მართლა მგონია, რომ ტაისონი დაამარცხებდა ალის. შეხედეთ ალისა და ფრეიზერის
ბრძოლას. ფრეიზერის სტილში ტაისონის ელემენტებს იცნობთ.

მან შეძლო მუჰამედის ნოკდაუნში გაგზავნა. ეს მისთვის ურთულესი ბრძოლა აღმოჩნდა. ვფიქრობ, ტაისონი უფრო ნასწავლი იყო, იმიტომ, რომ სპორტის განვითარება არ შეწყვეტილა. განვითარდა მეცნიერება, გაჩნდა მეტი ინფორმაცია. მგონია, ტაისონი დაამარცხებდა მუჰამედ ალის." -  განაცხადა ჯოშუამ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
Yvela brzolas vukure taisonis, lenoqsis da holifildis monacileobit, dges vinc mzime conashi chempionebi arian yvelas ushansod daayrida es sami mokrive. Rac sheexeba taisons, 44 brzola chaatara profesionalebshi da ori mocinaamdege yavda mxolod iseti romelic misi formis pikzec ki shezlebda seriozili problemis sheqmnas, esenia lenoqsi da holifildi.
Milani
11:37 07-04-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული