დეონტეი უაილდერი: ზომბი ვიყავი, მოვა დრო და ბევრ საიდუმლოს მოვყვები

AutoSharing Option
მსოფლიოს მძიმე წონის ყოფილი ჩემპიონი, ამერიკელი დეონტეი უაილდერი ამჟამად ხელზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ მკურნალობის პროცედურებს გადის. 34 წლის მოკრივის განცხადებით, ფიურისთან ბრძოლა ბევრ საიდუმლო დეტალს მოიცავს, რომლის გასაჯაროება ადრე თუ გვიან მოხდება.

"თერაპიას გავდივარ, ყველაფერი კარგად მიდის. ბოლო ბრძოლაში მივიღე ტრავმა. ახლა ვერ ვვარჯიშობ, თუმცა ერთი სული მაქვს, ნებართვა მომცენ და ჩემი საყვარელი საქმის კეთებას შევუდგე.

ბრძოლამდე 15 წუთით ადრე ბევრი რაღაც მოხდა. ამაზე უბრალოდ ვერ ვილაპარაკებ. ჯერ კიდევ ვფიქრობ რაღაცებზე და არ მჯერა, რომ ეს მე დ
ამემართა, თან კარიერის ამ ეტაპზე.

იმ საღამოს ზომბი ვიყავი. ყველამ იცის, მე სულ წინ მივდივარ და გამარჯვების მოპოვებას ნებისმიერ ფასად ვცდილობ. გუნდში ახალ ადამიანებს ნახავთ. ჯერ არ მინდა დავასახელო კონკრეტული სახელები, თუმცა ვგონებ, კარგ გუნდს შევკრავთ.

მოვა დრო და იქნება შესაბამისი ადგილი, სადაც მე ბოლო ბრძოლის საიდუმლოებებს მოვყვები, მაგრამ ახლა რევანშის იქით არაფერზე ვფიქრობ. მინდა ხალხს მივცე ის, რაც მათ სურთ", - ისაუბრა უაილდერმა Premier Boxing Champions-თან.

შეგახსენებთ, თებერვალში უაილდერმა ტაისონ ფიურისთან კარიერაში პირველი მარცხი იწვნია. ფიურიმ დეონტეი მე-7 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული