მძიმე წონის მსოფლიო ჩემპიონი WBA-ს, WBO-ს, IBF-ის ვერსიებით, ენტონი ჯოშუა აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანი ტაისონ ფიურია. ამასთან ერთად, ბრიტანელს ეჭვი არ ეპარება, რომ ბულგარელ კუბრატ პულევს მარტივად მოუგებს.
"მე ფიურისთან მატჩისთვის ვემზადები. მას ვცემ და სულ არ მადარდებს ბუკმეკერების კოეფიციენტები, ასევე, გულშემატკივრები, ვისაც ჩემი არ სჯერათ. ვმუშაობ იმისთვის, რომ ფიური დავამარცხო. პულევზე საერთოდ არ ვფიქრობ, არაა ჩემი დონის მებრძოლი", - განაცხადა ჯოშუამ DAZN-თან საუბარში.
შეგახსენებთ, ჯოშუას შემდეგი მოწინააღმდეგე კუბრატ პულევია. მათი შეხვედრა მაისში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო
გადაიდო.