მუჰამედ ალის ყოფილი მენეჯერი: მუჰამედ ალი ამ მოკრივეს ვერასდროს დაამარცხებდა

AutoSharing Option
88 წლის ლეგენდარული პრომოუტერი ბობ არუმი, რომელიც წარსულში მუჰამედ ალის მენეჯერიც იყო და ახლა ტაისონ ფიურის მენეჯერია, ფიქრობს, რომ ფიურის ალი ვერასდროს მოუგებდა.

"ვუყურებ ალის ბრძოლებს, ვუყურებ ფორმანის ჩემპიონობას 45 წლის ასაკში და ვუყურებ ტაისონ ფიურის ბრძოლებს. როგორ უნდა ებრძოლა ალის ფიურის წინააღმდეგ? ამ კითხვას ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს.

3-წელიწადნახევრიან შესვენებამდე მუჰამედი ნამდვილად დიდებული იყო, ვერავინ ეხებოდა მას, ისეთი სწრაფი იყო. ალი 190 სმ იყო, მისი მოწინააღმდეგეებიც დაახლოებით თანაბარი სიმაღლის იყვნენ. როგორ უნ
და დაუპირისპირდე 205 სმ-იან მოკრივეს, რომელიც მშვენივრად ჩხუბობს და ფენომენალურად გადაადგილდება?

ბავშვობაში, როცა კალათბურთს ვუყურებდი, ცენტრები თითქმის 2 მეტრს აღწევდნენ, მცველები - 180 სმ-ს. ახლა ლებრონ ჯეიმსი ისეთივე სწრაფია, როგორც ნებისმიერი მცველი და მისი სიმაღლე 208 სმ-ია. წარმოიდგინეთ, ლებრონს ჩემი ბავშვობის კალათბურთელებთან ეთამაშა. ეს სასაცილოც კი იქნებოდა, ის ყოველ მატჩში 60 ქულას აიღებდა.

ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გაეწია ალის კონკურენცია ფიურისნაირ მოკრივეებთან. ადრეც იყვნენ დიდი ბიჭები, მაგრამ მათ ჩხუბი არ იცოდნენ, მოუქნელები იყვნენ. ახლა ყველაფერი იცვლება. შეხედეთ ფიურის, ჯოშუას და უაილდერს, ისინი გიგანტები არიან. თუმცა, შესაძლოა, დღეს ალი 190 სმ-ის ნაცვლად 198 ყოფილიყო, ვინაიდან კვებაც სხვანაირია. ყველაფერი შეიცვალა", - ისაუბრა ბობმა Sky Sports-თან ინტერვიუში.


მკითხველის კომენტარები / 5 /
მაიკლ ტაისონი 1985-1989 წლებში ისეთ ფორმაში იყო ალის, ფიურის, ვაილდერს და ა.შ. პირველივე რაუნდში მოუღებდა ბოლოს.
ბექა
18:50 04-05-2020
4
ტაისონი იყო უძლიერესი კრივის ისტორიაში, სამწუხაროდ ტვინი ქონდა სხვანაირად მოწყობილი.
sake
22:25 04-05-2020
3

სიახლეები პოპულარული