დღის სენსაცია: კრივს ჰოლიფილდიც უბრუნდება

AutoSharing Option
ლეგენდარული მოკრივე, მძიმე წონის 4-გზის ჩემპიონი ევანდერ ჰოლიფილდი 57 წლის ასაკში კრივში ბრუნდება.

ამის შესახებ მოკრივემ "თვითერის" საშუალებით ისაუბრა.

"მზად ხართ? მომენტი, რომელსაც ყველანი ელოდით... ჩემპიონი ბრუნდება. მინდა ჩემი დაბრუნება დავაანონსო. მე ჩავატარებ რამდენიმე საჩვენებელ შეხვედრას დიდებული მიზეზის გამო: #Unite4OurFight."

ეს ნიშნავს, რომ ევანდერიც, მაიკ ტაისონის მსგავსად, ბრძოლებიდან შემოსულ ფულს საქველმოქმედო მიზნებს მოახმარს.

ინტერნეტში მყისიერად დაიწყო მითქმა-მოთქმა, შედგება თუ არა ტაისონისა და ჰოლიფილდის მესამე ბრძოლა.

შეგახსენებთ, ჰოლიფილდმა მაიკი 2-ჯერ დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული