როცა მაიკ ტაისონმა კრივში დაბრუნების შესახებ გააკეთა კომენტარი, მალე მსგავსი შინაარსის ტექსტით ევანდერ ჰოლიფილდიც გამოვიდა და ყველამ შესაძლოს მესამე ბრძოლის შესახებ დაიწყო საუბარი, თუმცა 1 თვის წინ ამას ვერავინ წარმოიდგენდა.
ჰოლიფლდმა ბოლო პროფესიონალური ბრძოლა თითქმის 49 წლის ასაკში ჩაატარა 2011 წელს, ტაისონი კრივიდან 2005 წელს წავიდა. აღსანიშნავია, რომ ჰოლიფილდს ჰქონდა ისტორიული შანსი გამხდარიყო ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონიო მძიმე წონაში, თუმცა მოგებული შეხვედრა წააგებინეს. ვისაც 46 წლის ჰოლიფილდისა და 34 წლის ნიკოლაი ვალუევის ბრძოლა აქვს ნანახი, შეუძლებელია საწიააღმდეგო აზრი ჰქონდეს - ამერიკელმა
აშკარად აჯობა გიგანტ რუსს, მაგრამ მსაჯებმა გამარჯვებულად ვალუევი გამოაცხადეს და WBA-ის ქამარი ჰოლიფილდს წაართვეს.
ალბათ, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საკრივო ბრძოლა 1997 წელს გაიმართა, როცა მაიკ ტაისონმა მატჩრევანშის მე-3 რაუნდში ჰოლიფილს ყურზე უკბინა. ახლა კი არის შესაძლებლობა ორი ავტორის ტრილოგია ვიხილოთ.
ევანდერ ჰოლიფილდმა იუთუბ გვერდ "The 3 Point Conversation-თან" საუბარში აღნიშნა, რომ ლოპარაკებები მიმდინარეობს და შეთანხმება არც ისე შორსაა. მისი თქმით ორი ლეგენდარული მოკრივის დაბრუნება, უბრალოდ დაემთხვა ერთმანეთს და დაგეგმილი მოქმედება არ ყოფილა.
თუმცა, ჰოლიფილდმა იქვე აღნიშნა, რომ საქმე საგამოფენო ბრძოლას ეხება და არა პროფესიონალურს. მას "ჰოლიფილდის ფონდი" აქვს და ფულის მოპოვება ბავშვების დასახმარებლად სურს. ჩემპიონის განცხადებით, ასეთ ასაკში როგორი მეომრებიც არ უნდა იყვნენ, პროფესიონალური ბრძოლის ჩატარება არ შეიძლება.
როგორც ჩანს, ჰოლიფილდმა გადაწყვიტა, რომ ცხოვრებაში საკმარისად მოისმინა და არც მეორე ყური ენანება...