ბრიტანელი პრომოუტერი ედი ჰირნი, რომელიც WBO-ს, WBA-სა და IBF-ის ვერსიებით მძიმე წონის ჩემპიონის, ენტონი ჯოშუას პრომოუტერია, ამბობს, რომ არ აპირებს მაიკ ტაისონის ბრძოლის ორგანიზებას. გასულ თვეში 53 წლის ტაისონმა გამოაქვეყნა ვარჯიშის ვიდეო, რომელმაც უამრავი ფანი აღაფრთოვანა. ედის აზრით, მაიკმა ვარჯიში უნდა გააგრძელოს, თუკი ეს სიამოვნებას ანიჭებს.
"მე მოვაწყვე ვარსკვლავი ბლოგერების, KSI-სა და ლოგან პოლის ბრძოლა. კრიტიკა იყო უსაზღვრო, არავის მოსწონდა ეს იდეა, თუმცა ის არარეალურად წარმატებული გამოდგა და მე ეს ძალიან მომეწონა. ამ ბრძოლის მოწყობით კარგი გაკვეთილი მივიღე. წარმოიდგინეთ, მე
რომ მეთქვა, მაიკ ტაისონი ბრუნდება და მე ვიქნები მისი მენეჯერი-მეთქი, მე გამაკრიტიკებდნენ, თანაც სასტიკად უარყოფით კონტექსტში. ეს ისაა, რისი გაკეთებაც მსურს.
მაქვს მოლოდინი, რომ ის ბრუნდება საჩვენებელი ბრძოლებისთვის. ეს დამაინტრიგებელია. თათებზე მუშაობის ვიდეოში ის ფენომენალურად გამოიყურებოდა, თუმცა არ დაგვავიწყდეს, მაიკი 53 წლის არის. ნახეთ მისი ბოლო ბრძოლა კევინ მაკბრაიდის წინააღმდეგ. მას აღარ შეეძლო მაღალ დონეზე გამოსვლა. კარგია, რომ ვარჯიშობს და ბრწყინვალე ფორმაშია. თუ ეს მას აბედნიერებს, რატომაც არ უნდა ივარჯიშოს? მაგრამ მე არ მინდა, ის პროფესიონალურ რინგზე ვიხილო", - განაცხადა ჰირნმა Sky Sports-თან ინტერვიუში.