გორილის ცემა ისე მომინდა, ზოოპარკის ადმინისტრატორს 10 ათას დოლარს ვაძლევდი - ტაისონი უცნობ ისტორიას იხსენებს

AutoSharing Option
ის ფაქტი, რომ "რკინის მაიკის" ცხოვრებაში გიჟური ამბები ხდებოდა, საიდუმლო არავისთვისაა. მაიკის ცხოვრების საინტერესო დეტალები პერიოდულად ამოტივტივდება ხოლმე სხვადასხვა გადაცემაში, პოდკასტსა თუ ისტორიაში. ზოგჯერ მასთან დაახლოებული პირები ჰყვებოდნენ, ზოგსაც - თავად ტაისონი. თუმცა დღევანდელი ისტორია უცნაური, საშიში და ზუსტად ისეთია, როგორიც ახალგაზრდა მაიკს შეეფერებოდა.

როგორც ცნობილია, თავისი მხეცური და მკვლელის ინსტინქტების მიუხედავად, მოკრივეს ცხოველები ბავშვობიდანვე უყვარდა. პატარა მაიკის ერთ-ერთი ჰობი მტრედების გამრავლება იყო. სხვათა შორის, ეს ფრინველი ტაისონს დღემდე განსაკუთრებულად უყვარს. თუმცა, როცა კრივის ოლიმპზე ავიდა, შედარებით ეგზოტიკური ცხოველი - ბენგალიური
ვეფხვი შეიძინა.

Sportall.Ge

თუმცა მაიკმა ყველა ცხოველთან საერთო ენა ვერ გამონახა. ერთხელ მის მიზანში ზრდასრული გორილა აღმოჩნდა, რომლის ცემას მოკრივე ნამდვილად აპირებდა.

80-იან წლებში მაიკი თავის მეუღლესთან, რობინ გივენსთან ერთად ნიუ-იორკის ზოოპარკისკენ გაემართა. მოკრივემ წინასწარ გააფრთხილა პერსონალი, რომ ზოოპარკის დახურვის შემდეგ, არასამუშაო საათის პერიოდში შეეშვათ ის და მეუღლე. შედეგად, წყვილი მთლიან ზოოპარკში მარტო სეირნობდა და ცხოველებს მყუდროდ აკვირდებოდა.

Sportall.Ge

სეირნობის დროს, ვოლიერში, სადაც გორილები იყვნენ, მაიკმა დაინახა, რომ ერთ-ერთი გორილა დანარჩენებს ჩაგრავდა, ხოლო მათ, მიუხედავად იმისა, რომ გაბარიტებით არ ჩამორჩებოდნენ "მჩაგვრელს", ეშინოდათ და წინააღმდეგობას არ უწევდნენ.

"როცა ჩვენ მივედით გორილების გალიასთან, იქ იყო ერთი დიდი მოვერცხლისფრო გორილა, რომელიც ყველა დანარჩენს აშინებდა". - იხსენებს მაიკი.

Sportall.Ge

ნებისმიერი ასეთ სიტუაციაში გალიას გვერდს აუვლიდა, მაგრამ მაიკი მოულოდნელობით აღსავსე ადამიანი იყო და "დაჩაგრული" გორილები ძალიან შეეცოდა. გადაწყვიტა, "მჩაგვრელისთვის" ჭკუა ესწავლებინა.

Sportall.Ge

ტაისონმა ზოოპარკის ადმინისტრატორს 10 000 დოლარი შესთავაზა, რათა უკანასკნელს გალია გაეღო, ხოლო მაიკს იქ "სამართლიანობა" დაემყარებინა.

"მე მინდოდა ზოოპარკის თანამშრომლისთვის ფული გადამეხადა, რომ ვოლიერში მე და გივენი შევსულიყავით", - ამბობს მოკრივე.

Sportall.Ge

როგორც მოსალოდნელი იყო, ტაისონმა უარი მიიღო. თუმცა საინტერესოა, ვის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა თანამშრომელი, მოკრივის თუ გორილის.

"ისინი ძალიან დიდებულად და ძლიერად გამოიყურებოდნენ, მაგრამ თვალები ახალშობილი ბავშვებივით კეთილი ჰქონდათ. მე გამცილებელს 10 000 დოლარი შევთავაზე, რომ მას გალია გაეხსნა და მე "ნაგლი" გორილა დამესაჯა! მან უარი მითხრა", - აგრძელებს "რკინის მაიკი".


მკითხველის კომენტარები / 7 /
გორილასთან ბოქსის თათმანებით? ეეეჰ
0
გაგასუხარებდა მაიკა .
dato
17:52 06-12-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული