არ ვარჯიშობდა, ღამით ნარკოტიკებს იღებდა და ლოთობდა, დღისით კი ტიტულებს იცავდა - ვინ იყო მანდო რამოსი

AutoSharing Option
მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონს მსუბუქ წონაში "საოცრება ბიჭუნას" ეძახდნენ. ჰოლივუდის ნებისმიერი ფენის ქალები მასზე გიჟდებოდნენ და ნებისმიერ ფასად ცდილობდნენ მოკრივესთან დაახლოებას. დღეს მოგიყვებით არმანდო "მანდო" რამოსის ისტორიას, რომელიც რინგზე ნამდვილ სასწაულებს ახდენდა, თუმცა მისი ვარსკვლავი უსწრაფესად ჩაქრა.

მექსიკური წარმოშობის ამერიკელი მოკრივე რამოს მანდო კალიფორნაში დაიბადა. მოკლე, მაგრამ შთამბეჭდავი სამოყვარულო კარიერის დასრულების შემდეგ რამოსი პროფესიონალებში 17 წლის შესრულებისთანავე გადავიდა, საბუთები გააყალბა და თავი 18 წლისად გაასაღა. რამდენიმე თვეში კი მსუბუქი წონის ყოფილ ჩემპიონს სძლია, თუმცა ის ბრძოლა სატიტული შეხვედრა არ ყოფილა.

1969 წელს 18 წლის რამოსმა დაანოკაუტა კარლოს კრუზი და მსუბუქი წონაში WBA და WBC ვერსიით ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა. ამ მიღწევით რამოსმა საკუთარი სახელი მსოფლიო კრივის ისტორიაში ჩაწერა.


იმ დროს, როცა მიკი მანტლი (ბეისბოლის ლეგენდარული მოთამაშე) და ჯო ნამატი (ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე) სეზონში 100 000 დოლარს გამოიმუშავებდნენ, პუბლიკის მოყვარული რამოსი ასეთ თანხას მხოლოდ ერთ ბრძოლაში იღებდა. გასული საუკუნის 70-იანებში მანდო ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოზარდად ითვლებოდა. იმ პერიოდის საუკეთესო მოკრივეები ბიჭუნას ტალანტს აღაირებდნენ და უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

"კარიერის პიკში მისი აწონვის ცერემონიაზე 6000-მდე ადამიანი მხოლოდ მის დასანახად მიდიოდა. ხალხი მასზე გიჟდებოდა", - იხსენებს დონ ჩარგინი.

ღმერთმა მას დიდებული ტალანტი უბოძა, თუმცა, ამავე დროს, საოცარი უპასუხისმგებლობითაც დააჯილდოვა. მანდო ალკოჰოლიკების ოჯახში იზრდებოდა, რამაც, ცხადია, მის ხასიათზე იმოქმედა.


როგორც კი ვარსკვლავური დიდება შეიგრძნო, ბიჭუნამ საკუთარი თავის განადგურება ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მეშვეობით დაიწყო. ერთხელ Los Angeles Times-თან ინტერვიუში მანდომ განაცხადა:

"არასდროს არ მივარჯიშია, არც ერთი ბრძოლის წინ არ მივარჯიშია. სპორტდარბაზში ყოველდღე დავდიოდი, მაგრამ ვსვამდი და აბსოლუტურად ყოველ ღამე ნარკოტიკებს ვეტანებოდი. მოწინააღმდეგეები ვერასდროს დამამარცხებდნენ. მე ნარკოტიკებმა და ალკოჰოლმა დამამარცხეს."

24 წლის ასაკში რამოსმა სისტემატიურად დაიწყო წაგებები. უდარდელი ცხოვრების სტილმა მისი ორგანიზმი გაანადგურა. 1975 წელს კი სპორტიდან სამუდამოდ წავიდა.


28 წლის ასაკში შეძლო დამოკიდებულება მოეშორებინა და 1983 წელს შექმნა პროგრამა - "მოკრივეები ნარკოტიკისა და ალკოჰოლის წინააღმდეგ", რომლის მიზანი იმ ბავშვების დახმარება იყო, რომლებიც რამოსის მსგავს ოჯახებში იზრდებოდნენ.

2008 წელს არმანდო 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის კრივის დიდების დარბაზის წევრია.

altსაბჭოთა სპორტსმენი, რომელმაც მილიონზე ალის მწვრთნელს უარი უთხრა, ფიდელ კასტრომ დაასაჩუქრა, ქურდების მეგობარი გახდა და ქილერმა მოკლა

 

altერთ საღამოს ტაისონმა ჯორდანის ცემა გადაწყვიტა - მაიკლი მაიკს ძლივს გადაურჩა...

altის ხულიგანი პრანკერი იყო, ქუჩაში გამვლელებს სცემდა და ბოლოს მძიმე წონის ჩემპიონი გამოიწვია, შემდეგ კი ეს მოხდა... [VIDEO]





მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩაქვრა არა - ჩაქრა. ჯერ ქართული ისწავლეთ.
გიორგი
10:35 20-06-2020
4
და ქალები რა პონტში გიჟდებოდნენ ამაზე ეტყობა ბევრი ფული რომ ქონდა:)))
გუბაზი
10:45 20-06-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული