ტაისონმა მოწინააღმდეგე 38 წამში დაანოკაუტა, მერე რეფერისაც მოარტყა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 წელიწადი გავიდა მაიკ ტაისონის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და აგრესიული ბრძოლიდან. 2000 წლის 24 ივნისს შოტლანდიაში, კერძოდ კი, გლაზგოში უჩვეულო აჟიოტაჟი იყო. ჩრდილოელ მეამბოხე, მაგრამ ამავე დროს, მშვიდი ხასიათის ხალხს, არ სჩვევია ისეთი ფუსფუსი, რაც 20 წლის წინ ხდებოდა.

თუმცა, რომელ სიმშვიდეზეა საუბარი, როცა შენს ქალაქში ისეთი პოპულარული, თავზეხელაღებული და აგრესიული მებრძოლი ჩამოდის ბრძოლის გასამართად, როგორიც ლეგენდარული მაიკ ტაისონია. ხალხს სურდა სწრაფი, ეფექტური ნოკაუტის ხილვა და იმ საშიში ატმოსფეროს შეგრძნება, ტაისონის ირგვლივ რომ იყო. თუმცა ბრძოლის ორგანიზატორებმა ჩათვალეს, რომ "რკინის
მაიკისთვის" ლუ სავარეზეს სახით საკმაოდ მტკიცე მოწინააღმდეგე აარჩიეს. სხვათა შორის, ამ მოსაზრების ლოგიკურობა იმით აიხსნებოდა, რომ ლუმ ჯორჯ ფორმენთან იბრძოლა და მოიგო, თუმცა მსაჯებმა გამარჯვება ფორმენს მისცეს. ეს გადაწყვეტილება კრივის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე სკანდალურია. ასევე, ლუმ პირველივე რაუნდში დაანოკაუტა ბასტერ დაგლასი, რომელმაც მაიკ ტაისონი გაანადგურა. შესაბამისად, გარკვეული ინტრიგა მაინც იყო.

ბილეთები იმ დროისთვის და მით უმეტეს, შოტლანდიისთვის არ იყო იაფი, თუმცა გულშემატკივარმა ნამდვილი შოუ მიიღო და გადახდილ ფულზე არანაირი სინანული არ ჰქონდა.

მაიკმა მოწინააღმდეგე ბრძოლის მე-10 წამზე დაანოკდაუნა. რეფერიმ მებრძოლს 8-მდე დაუთვალა და შეხვედრის გაგრძელების საშუალება მისცა. მაიკი მივარდა და აგრესიულ სტილში დარტყმები მიაყარა. სავარეზე სერიოზულ ზიანს იღებდა. რეფერი მებრძოლებს ჩაუხტა და გაჩერების ბრძანება გასცა, თუმცა ტაისონი იმდენად იყო გამხეცებული და მრისხანე, რომ მას არ უჯერებდა და აგრძელებდა თავისი მძიმე ხელების ქნევას. ერთი-ორი დარტყმა თავად რეფერისაც მოხვდა, რომელიც მოგვიანებით ძირს დაეცა, თუმცა დაეცა არა დარტყმის, არამედ ინერციის გამო. საბოლოოდ რინგზე მებრძოლების გუნდები ამოვიდნენ და შეძლეს შეხვედრის გაჩერება და ლუს გადარჩენაც.

თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულდა. რინგზე მაიკმა ისეთი კომენტარი გააკეთა, რომელიც თრეშ-თოქის ყველანაირ საზღვარს სცდება. ფაქტია, მებრძოლი რაღაცის ზემოქმედების ქვეშ იყო:
"მე ისტორიაში საუკეთესო ვარ. მე ყველაზე მტკიცე ვარ, დაუნდობელი. არავინაა ისეთი, ვინც ჩემ შეჩერებას შეძლებს. ლენოქს დამპყრობელი? მე ვარ საუკეთესო. მე ვარ სონი ლისტონი, ჯეკ დემპსი. თქვენს გულებს შევჭამ, ლენოქსის ბავშვებს შევჭამ!" - ამბობდა ტაისონი.

ორი წლის შემდეგ მაიკმა მიიღო ლენოქსთან ბრძოლა და სასტიკად განადგურდა.


მკითხველის კომენტარები / 3 /
სავარეზეს მუშტი არ მოხვედრია ისე ჩავარდა ნოკდაუნში! ერთი 10-ჯერ ვნახე და ვერ დავინახე!
aburjga
14:47 25-06-2020
0
მახსოვს ეს ბრძოლა. ტაისონი ის იყო ვისი ნახვაც სურდათ ამ სპორტის გულშემატკივრებს. აგრესიული, გიჟი, არაადამიანური დარტყმით. იმდენად აფანატებდნენ ტაისონს 90-იანებში, რომ კაცები მიდიოდნენ მასთან და თავის შვილთან სექსს სთავაზობდნენ, რომ მისი შთამომავლები ყოლოდათ.
ფანი
11:56 25-06-2020
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული