6 წლის ბიჭმა თავისი და ძაღლის შეტევისგან დაიცვა, დაადეს 90 ნაკერი და საპატიო ჩემპიონის წოდება მიანიჭეს [PHOTO]

AutoSharing Option
6 წლის ბრიჯერ უოკერმა, რომელიც ვაიომინგის შტატის მცხოვრებია, თავისი და აგრესიული ძაღლის შეტევისგან დაიცვა. ძაღლის თავდასხმის შედეგად ბიჭუნას 90 ნაკერი დაადეს.

9 ივლისს უოკერმა დაინახა ძაღლი, რომელიც მისი დის მიმართულებით მორბოდა. ბიჭუნამ შუაში ჩადგომა მოასწრო და რამდენიმე კბენის შემდეგ დას დამალვაში მაინც ეხმარებოდა.

"ძაღლმა რამდენჯერმე უკბინა ბიჭს თავსა და სახეზე, მაგრამ მაინც გაექცა და უსაფრთხო ადგილის ძებნა დაიწყო. მოგვიანებით მან თქვა:" თუ ვინმე უნდა მომკვდარიყო მაგ დროს, ეს მე ვიყავი." - წერს ბრიჯერის დეიდა ნიკი უოკერი "ინსტაგრამზე".

რა თქმა უნდა,
ეს ამბავი არ გამოჰპარვიათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ბიჭუნას ახალისებენ. კრივის საბჭომ და ყველაზე პოპულარულმა ორგანიზაცია WBC-მ ბრიჯერს საპატიო ჩემპიონის სტატუსი მიანიჭა.

Sportall.Ge



მკითხველის კომენტარები / 16 /
მთლად ცხონებული შაქარაშვილის ძმაკაცებს არ გვანებია ეს ბავშვი, რომლებმაც მანქანის გაჩერება და პლეტი ერთი ქნეს და მიატოვეს ერთმანეთი.ეჰ
hhh
16 ივლისი 2020 12:16
3
გენაცვალე შენ პატარა ვაჟკაცო
Megreli
16 ივლისი 2020 12:32
0
გმირებად იბადებიან, არწივებად! არწივია ეს ბიჭუნა! ღმერთმა დალოცა და სულ დალოცვილმა იაროს ამ ცოდვილ დედამიწაზე!
aburjga
16 ივლისი 2020 15:58
0
გადარეული ძაღლი ზდასრული ადამიანისთვისაც საშიშია და წარმოვიდგინოთ ამ პაწაწა დიდ გულიან ვაჟვაცისათვის რა იქნებოდა? როგორც ჩვენ რომ ლომს შევებრძოლოთ. რამხელა გული უნდა ქონდეს ამ პატარ ბიჭუნას? მართლა ჩემპიონი ყოფილა!
G.LA
16 ივლისი 2020 13:40
1
ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გაწიროს ადამიანმა თავი მოყვასის გამო, ისიც ბავშვმა! უფალმა გამოგაჯანმრთელოს, გაგახაროს და უმრავლოს შენნაირი ადამაიანები სრულიად მსოფლიოს, პატარა, გმირო ბიჯერ!
ვახო...
16 ივლისი 2020 19:12
1
რა საპატიო!რის საპატიო!რომელი ჩემპიონი გადადებს ასეთი ტრავმებისათვის თავს.საპატიო კი არა,ნამდვილი ჩემპიონია ეს ბავშვი და კიდევ ნადვილი გმირი.გმირებად არ იბადებიან,გმირებად ხდებიან!ასეა ნათქვამი და თავისი,სრულიად გააზრებული თავგანწირვით,სწორედაც რომ გმირი გახდა.
სოსო
16 ივლისი 2020 14:06
1
შენს გამზრდელს ვენაცვალე აი კაცი.
გოჩა
16 ივლისი 2020 13:19
0
მაგარი ბიჭი, მართლაც მაგარი !!!
ერთი ისაა პრობლემა, რო კაი ხანი ვეღარ დალევს. ცოფზე აცრიდნენ ))
korben dallas
16 ივლისი 2020 15:05
1
მაგარი ბიჭი
მაია
16 ივლისი 2020 14:22
0
მადლობა ღმერთს რომ ცოცხლები გადარჩნენ. Მთავარია ადამიანის სიცოცხლე. Რამე რომ დამართნოდათ ძაღლს დაიცავდნენ ისევ? Მთავარი ადამიანია. Მისახედია უპატრონო ძაღლები. Გაივსო ქალაქები საშიში და აგრესიული ცხოველებით. Დაგვიცავით ადამიანები.
***Ისახედი
16 ივლისი 2020 17:33
0

სიახლეები პოპულარული