ტაისონმა ტრამპის დაცვა "გათიშა", ოფისში აუვარდა და აგინა - დონალდი მაიკის საშუალებით მდიდრდებოდა

AutoSharing Option
კრივის სამყაროში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონ კინგის წყალობით მოხვდა. ვინც კრივთან ახლოს არ არის, აქვე გეტყვით, რომ კინგი ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი, აფერისტი და ხარბი პრომოუტერია სპორტის ისტორიაში. ორი ფინანსური ზვიგენის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა: ერთი ოსტატურად ატყუებდა თავის მოკრივეებს და ფულს ჰპარავდა, მეორეს კი ატლანტიკ სიტიში თავისი სასტუმროსა და სამორინეს პოპულარობა სურდა.

თავის დროზე კინგმა და ტრამპმა გაერთიანებული ძალებით სოლიდური თანხა გამოიმუშავეს, მათი მსხვერპლი კი ლეგენდარული მაიკ ტაისონი გახდა.

ახალგაზრდა, ტემპერამენტიანი ტაისონი მაშინ თავის შესაძლებლობების პიკში იყო. კინგმა მაიკში ოქროს საბადო
მალევე შენიშნა, თუმცა მასთან დაახლოება ადვილი საქმე არ იყო, რამდენადაც მოკრივემ და მისმა გუნდმა კარგად იცოდნენ დონის შავი საქმეების შესახებ და უარით გაისტუმრეს.

"ჩვენ მაიკის სპორტული კარიერის მიღმა ვიხედებოდით. გვინდოდა, რომ მაიკს ბიზნესის პრინციპები შეესწავლა და პროფესიონალი მენეჯერი გამხდარიყო. ის კარგი მოსწავლე იყო და ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, მისი კარიერა კინგის ხელში, რომ არ აღმოჩენილიყო." - იხსენებს ტაისონის მენეჯერი ბილ კეიტონი.

Sportall.Ge

სამწუხაროდ, მაიკის მწვრთნელი და გამზრდელი კას დ'ამატო ისე გარდაიცვალა, რომ მოსწავლე ვერ დაიცვა ვარსკვლავური დაავადებისგან. 1985 წელს ახალგაზრდა მაიკი კევინ რუნის თავკაცობით ვარჯიშობდა და კინგს ისევ უარით ისტუმრებდა.

მაშინ ეშმაკმა პრომოუტერმა გადაწყვიტა დარტყმა ყველაზე სუსტ ადგილას მიეყენებინა და ტრამპთან მეგობრობა გამოიყენა. დონმა გაიგო, რომ მაიკის ცოლი ულამაზესი, მაგრამ მრისხანე მსახიობი რობინ გივენსი, ის ადამიანი იყო, ვინც მოკრივეზე გავლენას ახდენდა. დონალდის დახმარებით კი რობინს საჭირო "მესიჯი" მიაწოდა.

Sportall.Ge

ერთ-ერთ წვეულებაზე აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა, უმდიდრესმა, ქარიზმატულმა და ცნობილმა "კაზანოვამ", დონალდ ტრამპმა, მარტივად მიიპყრო რობინის ყურადღება და შთააგონა, რომ მისი ქმარი დიდი ხანი ოქროში იბანავებდა, თუკი კარიერის წარმართვის უფლებას დონ კინგს მისცემდა.

ასევე, ტრამპმა მიანიშნა, რომ ტაისონის ამჟამინდელი გუნდი რუნის ხელმძღვანელობით მოკრივეს იყენებს და უზარმაზარ ფულს ჰპარავს.

Sportall.Ge

ახალგაზრდა ტაისონი თავისი მეუღლის სიყვარულით იწვოდა და ადვილად დაიჯერა, რომ ატლანტიკ სიტის სასტუმროში მას მაიკლ სფინქსთან ბრძოლა უნდა ჩაეტარებინა. რუნი ამ იდეის წინააღმდეგი იყო, თუმცა მაიკმა მწვრთნელს არ დაუჯერა.

1988 წელს ტაისონი სფინქსს 90 წამში დაანოკაუტებს და განაცხადებს:
"დღეიდან ჩემი ფინანსური კონსულტანტის სახელია - დონალდ ტრამპი!"

ტრამპმა ტაისონი ანკესზე წამოაგო და მის პრომოუტერად დონ კინგი დანიშნა. უამრავი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ სწორედ აქედან დაიწყო მოკრივის კარიერის განადგურება.

Sportall.Ge

"ტრამპმა ტაისონი მძ*ნერში ჩაითრია. ფაქტობრივად, მან მოკრივე კინგს მიუგდო, რომელიც ახალგაზრდა მებრძოლს რყვნიდა. დონი მაიკს არ აკლებდა გოგონებს, ათრობდა უძვირფასესი ალკოჰოლით, შესვა კოკაინზეც და თან არწმუნებდა, რომ ვარჯიშების გარეშე მაინც ყველას დაამარცხებდა.
დონს ფეხზე ეკიდა ის ფაქტი, რომ მაიკი ცუდად ვარჯიშობდა. ის უბრალოდ, როგორც ნავთობის ბურღს, ისე იყენებდა. როცა გამოწურა რესურსი - გადააგდო. ასე ექცეოდა სხვა მოკრივეებსაც." - იხსენებს მაიკის ექსმენეჯერი ბილ კეიტონი.

Sportall.Ge

ტაისონის მეუღლემ მალევე შენიშნა კინგის ბოროტი ზრახვები და მას მანიპულირებაში ხელს უშლიდა. თუმცა ცბიერმა პრომოუტერმა ელიტარულ საზოგადოებაში ჭორები გაავრცელა, რომ ტაისონს მეუღლე ტრამპთან ღალატობდა. ეჭვიანობით დაბრმავებული მოკრივე ნიუ-იორკში ბიზნესმენის ოფისში მივარდა, გათიშა დაცვის ერთი წევრი, შევარდა ტრამპის კაბინეტში, სადაც ის კონფერენციას ატარებდა და დონალდს აგინა.

დაცვამ მოახერხა "რკინის მაიკის" შეჩერება და ის პოლიციას გადასცეს.

ეს შემთხვევა მოკრივესა და რობინის ურთიერთობაში საბედისწერო აღმოჩნდა. ერთი თვის შემდეგ ეჭვიანობითა და ოჯახური ძალადობით გადაღლილმა გივენსმა მაიკს უჩივლა, კომპენსაციის სახით 10 მილიონი დოლარი "წაართვა" და შემდეგ გაშორდა. სასოწარკვეთილი ტაისონი უარესად დამძიმდა, საბოლოოდ ჩაეშვა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ფსკერზე და ვარჯიშები მიივიწყა.

1989 წელს ერთ დროს ყველაზე მრისხანე მძიმეწონოსანი ჯეიმს დაგლასის წინააღმდეგ გამოვიდა. დაგლასი უზარმაზარ აუტსაიდერად ითვლებოდა, თუმცა "რკინის მაიკი" საშინელ ფორმაში იმყოფებოდა, რამაც მის მარცხს ხელი შეუწყო - დაგლასმა მაიკი სასტიკად დაანოკაუტა და პირველი მარცხიც "აჩუქა".

თუმცა ამით სიტუაცია უფრო გართულდა და საეჭვო გაუპატიურების ბრალდებით მოკრივე ციხეში გაუშვეს.

აღსანიშნავია, რომ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ტრამპი მოკრივეს ფინანსურად დაეხმარა, თუმცა ეს თანხა გაცილებით ცოტა იყო იმასთან შედარებით, თუ რამდენი გამოიმუშავა ბიზნესმენმა ტაისონის სახელით.

Sportall.Ge

კასი ცხოვრებიდან მაშინ წავიდა, როცა მაიკი პატარა და სულელი ბიჭუნა იყო. დიდებულმა მწვრთნელმა მას ასწავლა ჩხუბი, თუმცა ვერ მოასწრო ცხოვრების ბნელი მხარეები ეჩვენებინა.

ტაისონს ჰქონდა შანსი, გამხდარიყო კრივის სამაგალითო ლეგენდა, მაგრამ მისი ბედი აფერისტი, ბოროტი ბიზნესმენების ხელში აღმოჩნდა, რომლებმაც დაარწმუნეს მაიკი, რომ ის ადამიანები, რომლებიც მასთან ერთად პირველ ნაბიჯებს დგამდნენ, არაკომპეტენტურები იყვნენ და მოკრივეს ატყუებდნენ...

altერთ საღამოს ტაისონმა ჯორდანის ცემა გადაწყვიტა - მაიკლი მაიკს ძლივს გადაურჩა...




მკითხველის კომენტარები / 7 /
ტრამპისტანა სულელი პრეზიდენტი ამერიკას ჯერ არ კოლია საკარტველოს უბედურებაც ტრამპის ბრალია მიგვაგდო რუსებტან მაგან ტუ გაიმარჯვა ნოემბერჰი საკარტველოს საკმე ცასულია ისედაც ცასულია მარა მაჰინ ნახე ამ სულელი უციგნური ოცნების პარპაჰი გმერტმა ნუ კნას
lekso kutaisi
15:23 20-07-2020
48
ტრამპი ასევე ჩაითრევს ამერიკას განავალში, ის ამის "სპეციალისტია". ასეთი საშინელი აურის ტიპი როგორ აირჩიეს პრეზიდენტად, მაგრად მიკვირს.
KORBEN
14:51 20-07-2020
37
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული