80-იან წლებში კოლუმბია ნარკოეკონომიკის ცენტრი იყო. კრიმინალი, უმუშევრობა და უკიდურესი გაჭირვება ქვეყნის მოსახლეობას აცამტვერებდა. ზუსტად ასეთ გარემოებებში დაიბადა ჩვენი სტატიის დღევანდელი გმირი ედისონ მირანდა.

დაბადებიდან ზუსტად ორი თვე იყო დედასთან. შემდეგ ჩვილზე უარი თქვეს და ნათესავებს "გადააბარეს". უახლოესი 9 წელიწადი ის მათთან ცხოვრობდა, თუმცა ბავშვის ნაცვლად სამუშაო ძალა აღმოჩნდა. ბიჭუნას სცემდნენ და მუშაობას ავალდებულებდნენ.

"ყოველდღე მცემდნენ და მუშაობას მაძალებდნენ. მე მინდოდა ბავშვი ვყოფილიყავი, მაგრამ მუშად მაქციეს." - იხსენებს მირანდა.

საბოლოოდ ედისონმა ვერ გაუძლო მსგავს პირობებს, სახლიდან გაიქცა და მაწანწალა გახდა. მას არც ფული ჰქონდა, არც თავშესაფარი და არც ადამიანები, რომლებიც მას დაეხმარებოდნენ.

"ხშირად წამოწოლილი ვარსკვლავიან ცას ცრემლიანი თვალებით ვუყურებდი. ვლოცულობდი. ვლოცულობდი, რომ ვინმე გამოჩენილიყო, ვინც მიშველიდა. ერთხელ დამესიზმრა, რომ მოკრივე ვიყავი. იქამდე არასდროს მიფიქრია არც კრივზე, არც ხელთათმანებსა და რინგზე. მოგვიანებით, როცა გავიგე, რამდენს შოულობენ წარმატებული მოკრივეები, ამ აზრს თავიდან ვეღარ ვიშორებდი." - აღიარებს მოკრივე.

თუმცა ვარჯიშები იაფი არ ღირდა, მირანდას კი ფული საერთოდ არ ჰქონდა. ამიტომ ნებისმიერ ფასად დაიწყო გამომუშავება. ბიჭუნა ყველაზე ბინძურ საქმესაც ასრულებდა, მუშაობდა მშენებლობებსა და სანაგვეებზე. საჭირო თანხის მოგროვების შემდეგ ის დარბაზში მივიდა, ვარჯიში დაიწყო და წარმატების გზას დაადგა.

ედისონი კრივის დარბაზში ცხოვრობდა, მუშაობდა დამლაგებლად და ეძინა რინგის მახლობლად, სადაც უამრავი მწერი კბენდა.

არაერთხელ იყო შემთხვევა, როცა არჩევანი ვარჯიშსა და ჭამას შორის ჰქონდა და როგორც ხვდებით, ის მშიერ კუჭზე ვარჯიშს ამჯობინებდა.

16 წლის ასაკში სადებიუტო შეხვედრა გამართა და მოწინააღმდეგე პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.

"არ ვეწევი, არ ვსვამ, ადრე ვიძინებ და ღმერთის მჯერა. ღმერთის წყალობით ვარ რინგზე და მისი საშუალებით ვიბრძვი." - განაცხადა მირანდამ პირველი ბრძოლის შემდეგ.

1998 წელს ის კოლუმბიის ჩემპიონი ხდება და საცხოვრებლად აშშ-ში გადადის.

ვერავინ იტყვის, რომ მირანდას გამორჩეული კარიერა ჰქონდა, თუმცა ის ვერ გახდა სრულფასოვანი ჩემპიონი. სამაგიეროდ, ებრძოდა თავისი თაობის საუკეთესო მოკრივეებს, როგორებიც არიან ანდრე ვორდი, არტურ აბრაჰამი და სხვა. აღსანიშნავია ის, რომ ედისონმა შეძლო სიღარიბიდან თავის დაღწევა, მეტ-ნაკლებად წარმატებული კარიერის შექმნა, ფინანსური სტაბილურობის მიღწევა და გახდა უამრავი ადამიანისთვის მისაბაძი მაგალითი, შთაგონება.

ედისონმა კარიერა 2014 წელს დაასრულა. მას 36 გამარჯვება (31 ნოკაუტით) და 10 მარცხი აქვს.

ასევე, გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც HBO-მ მირანდაზე, სამოტივაციო რგოლის სახით გადაიღო.

Roy Jones
აი გმირი ძმაო
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
რატიშვილი ბაქოში გაასამებს
გოლი უკვე ყველა გუნდთან - ჰოლანის ახალი მიღწევა პრემიერ ლიგაში
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
17-წლამდე ნაკრები პოლონეთში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
"ბარსელონა" მესის საპატივსაცემოდ ღონისძიებას გამართავს
"ბარსელონამ" მნიშვნელოვან ფინანსურ შემოსავალზე უარი ლუიშ ფიგუს გამო თქვა
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
[VIDEO] კვარაცხელია ისევ შეცვალეს - პსჟ-მ "მარსელს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-2 ტორპედო. გოლებით, მწვავე მომენტებით, მაყურებლის ყიჟინით...
[VIDEO] ამას რა უნდა სკამზე - მიქაუტაძე შევიდა და გაიტანა
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კიტეიშვილი და მამაგეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "შტურმი" "ზალცბურგთან" დამარცხდა
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
Alla Kvara - დამანგრეველი კვერნაძე ნეაპოლში მიდის
[VIDEO] კვერნაძე იტალიაში არადა არ გადის მოედნიდან უგოლოდ - "ფროზინონემ" ფაბრეგასის "კომო" დაამარცხა
[VIDEO] ისაკის გოლით - "ლივერპულმა" "ბორნმუთი" დაამარცხა
საზონოვი ბოლოს შევიდა მოედანზე - "ხეტაფემ" "მალაგას" მოუგო
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
[VIDEO] ზივზივაძემ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "არმინიასთან" ქულები გაიყო