ქართველი (რუისელი) ტაისონის სასწაული ნოკაუტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ პროფესიულ კრივს პოტენციური ამომავალი ვარსკვლავი ჰყავს - ეს 21 წლის გიორგი უმეკაშვილია, რომელსაც გულშემატკივრები სოცქსელებში "რუისელ ტაისონად" მოიხსენიებენ.

Boxing Group Promotion-ის მიერ თბილისში ორგანიზებულ კრივის შეჯიბრებაზე უმეკაშვილის მოწინააღმდეგე გამოცდილი თბილისელი მოკრივე გიორგი ზალიკალიანი იყო. შეხვედრამ სულ რამდენიმე წამს გასტანა - "უმეკას" პირველივე მძლავრი შეტევა ზალიკალიანის ღრმა ნოკაუტში ჩავარდნით დასრულდა.

ეს გიორგის მე-6 პროფესიონალური ორთაბრძოლაა და ამ ექვსიდან მხოლოდ სულ პირველ, სადებიუტო ბრძოლაში გაუძლო მეტოქემ ყველა რაუნდი, დანარჩენ შეხვედრებში საქმე ვადაზე ადრე დაამთავრა.

უმეკაშვილი საშუალო წონით
კატეგორიაში გამოდის და მაიკ ტაისონისთვის დამახასიათებელი აგრესიული, შემტევი სტილით გამოირჩევა. "რუისელი ტაისონი" სწორედ ამიტომ შეარქვეს.

წყარო: Boxing Group Promotion

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული