ფრანგმა ალიევმა იგინა, იფურთხა, რინგიდან გასვლაზე უარი თქვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოსკოვში დაბადებული, საფრანგეთის სახელით ოლიმპიადაზე მოასპარეზე მოკრივე მურად ალიევმა 1/4-ფინალში თავი უცნაურად გამოიჩინა.

201 სმ სიმაღლის მოკრივემ ბრიტანელ ფრეიზერ ქლერქს ორთაბრძოლისას თავი ჩაარტყა, რაც ალიევის დისკვალიფიკაციის საფუძველი გახდა, მთავარი წარმოდგენა კი ამის შემდეგ დაიწყო.

ალიევმა რინგიდან გასვლაზე უარი თქვა, იგინებოდა, იფურთხებოდა, მსაჯებზეც გაიწია, მიუღებელ ჟესტებსაც აჩვენებდა...

საბოლოოდ, 26 წლის სპორტსმენი დამშვიდდა, მოლაპარაკებათა სერიის შედეგად რინგიდანაც ჩამოვიდა, თუმცა მოწინააღმდეგისათვის მაინც არ მიულოცავს...
მკითხველის კომენტარები / 5 /
სად დაინახეს ჩარტყმა, უცნაური რამ ხდება ოლიმპიადაზე!
მერაბი
09:05 02-08-2021
0
ეს თავის ჩარტყმა აშკარად არ იყო
sul2
02:39 02-08-2021
0

სიახლეები პოპულარული