კრივის მძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ოლექსანდრ უსიკი თბილისში იმყოფება.
მოგეხსენებათ, 25 სექტემბერს უკრაინელმა მოკრივემ მსოფლიო ჩემპიონის 4 კატეგორიის ქამრისთვის ბრძოლაში ბრიტანელი ენტონი ჯოშუა დაამარცხა.
34 წლის უკრაინელმა, რომელიც მძიმე წონაში ნახევრადმძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონის რანგში გადაბარგდა, საჩემპიონო ქამრები მე-3 ბრძოლაში მოიგო.
უსიკს პროფესიონალურ კარიერაში 19 ბრძოლა აქვს ჩატარებული და რინგიდან ყოველ ჯერზე გამარჯვებული გამოვიდა.
გუშინ, 8 ოქტომბერს, ოლეკსანდრმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე თბილისში, ლეღვთახევში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
როგორც ჩანს, უკრაინელი სპორტსმენი დიდებულ გამარჯვებას მეუღლესთან ერთად თბილისში მოგზაურობით აღნიშნავს.