მსოფლიოს უძლეველი ჩემპიონი თბილისშია [PHOTO]

AutoSharing Option
კრივის მძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ოლექსანდრ უსიკი თბილისში იმყოფება.

მოგეხსენებათ, 25 სექტემბერს უკრაინელმა მოკრივემ მსოფლიო ჩემპიონის 4 კატეგორიის ქამრისთვის ბრძოლაში ბრიტანელი ენტონი ჯოშუა დაამარცხა.

34 წლის უკრაინელმა, რომელიც მძიმე წონაში ნახევრადმძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონის რანგში გადაბარგდა, საჩემპიონო ქამრები მე-3 ბრძოლაში მოიგო.

უსიკს პროფესიონალურ კარიერაში 19 ბრძოლა აქვს ჩატარებული და რინგიდან ყოველ ჯერზე გამარჯვებული გამოვიდა.

გუშინ, 8 ოქტომბერს, ოლეკსანდრმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე თბილისში, ლეღვთახევში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.


Sportall.Ge

როგორც ჩანს, უკრაინელი სპორტსმენი დიდებულ გამარჯვებას მეუღლესთან ერთად თბილისში მოგზაურობით აღნიშნავს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დიდება უკრაინას, გმირებს დიდება!
გგ
22:06 09-10-2021
8
უნდა მიხვიდე და უთხრა - ყურებიანი ქუდი რატომ არ გახურავსო??!! :))
მიშა
20:25 09-10-2021
8

სიახლეები პოპულარული