ლაშა გურულმა მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა, სახილ ალახვერდოვმა - დაიბევა

AutoSharing Option
საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა, რომელიც ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატზე 7 წარმომადგენლით წარდგა, ორი ბრინჯაოს მედალი დაიბევა.

პირველი, ვინც საპრიზო ადგილამდე გაიკვალა გზა, სახილ ალახვერდოვია (48 კგ). მომავალი მედალოსანი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაება -  ქულებით დაამარცხა ინდოელი გოვინდ საჰანი. მეოთხედფინალში ასევე ქულებით მოუგო ყირგიზ მირლან ტურკბაის და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, რაც გარანტირებულ ბრინჯაოს მედალს უდრის.

ასევე მესამე ადგილი აქვს გარანტირებული ლაშა გურულს (67 კგ). საქართველოს ნაკრების წევრმა პირველ შეხვედრაში ქულებით დაამარცხა ბაჰამელი რაშილდ უილიამსი, შემდეგ - სლოვაკი მიხალ ტაკაჩი და ირანელი ამირ მაღსუდი
მალი. ქართველმა მოკრივემ მეოთხედფინალში კუბელ კევინ ბრაუნ ბაზას მოუგო და ნახევარფინალში გასვლით ბრინჯაოს მედალი დაიბევა.

სამწუხაროდ, გურული ფინალში გასასვლელ ორთაბრძოლას ტრავმის გამო გამოტოვებს. ასე რომ, პირველი მედალი მის ანგარიშზეა.

„მადლობა ღმერთს, რომ მედალი მოვიპოვე. სავარაუდოდ, ოპერაციას გამიკეთებენ. ყველაფერი კარგად იქნება - ბრინჯაოს მედალი მოპოვებულია“, - მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორის რანგში აცხადებს ლაშა გურული.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

alt3 მედალი მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატიდან

alt"ნამდვილი იდიოტია" - კრივის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო ბრძოლა გაიმართა [VIDEO]


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული