"ბრძოლის წინ დიდი თანხა შემომთავაზეს; მათ არ სურდათ, რომ რინგზე გავსულიყავი" - ლაშა გურული რუს მეტოქესთან დაპირისპირებაზე სოციალურ ქსელში წერს

AutoSharing Option
მოკრივე ლაშა გურული რუს მეტოქესთან დაპირისპირებაზე სოციალურ ქსელში წერს:

"ბევრი შიდა და გარე პირობების გამო გადავწყვიტე, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ოლიმპიური თამაშების შემდეგ გავაკეთო.
ერთი იმას ვიტყვი, რომ ბრძოლის წინა დღეს შემოგვთავაზეს დიდი თანხა.

მათ არ უნდოდათ, რომ რინგზე გავსულიყავი. საკადრისი პასუხი რომ მიიღეს, სიტყვები დატოვეს, რომ ამ ბრძოლას მაინც ყველა ვარიანტში წაიღებდნენ.

ჩემი ბრძოლის სტრატეგია იყო, შორიდან მემუშავა, რომ დარტყმების გაცვლა არ ყოფილიყო.

შორი დისტანციიდან რუსმა ცალკარა წააგო პირველი რაუნდი, რაც მე ჩავთვალე, რომ მსაჯებიც უშანსოდ დარჩნენ, მაგრამ
ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიანიჭეს 4:1 უპირატესობა.

მეორე რაუნდში სტრატეგია შევცვალე და დარტყმებიც გავცვალეთ, ამიტომაც რაუნდი ქულების მიხედვით ახლოს იყო ერთმანეთთან, თუმცა მეორე რაუნდიც, ვთვლი, რომ ჩემი მოგება იყო, მაგრამ 5:0 მიანიჭეს მას.

ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ამიტომაც ჩემი პროტესტი სრულად ორგანიზაციის მიმართ იყო, რასაც სათანადო აჟიოტაჟი მოჰყვა დამკვირვებელთა კომისიისგან ორგანიზაციის მიმართ.

კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია, რომლებზეც ოლიმპიური თამაშების მერე აუცილებლად ვისაუბრებ. ეს ეხება მსოფლიო კრივს და კრივის მომავალს.
მადლობა ყველას", - წერს ლაშა გურული სოციალურ ქსელში.

altპროტესტი მსაჯებს და აპლოდისმენტები მაყურებლებისგან - ლაშა გურულმა რუს მოკრივესთან ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 45 /
ნურავინ ცდილობთ იმ საქციელის გამართლებას. . .ერთი სიტყვაც არ მჯერა კაცისგან რომელიც გაიქცა ბრძოლის ველიდან. .
ნაპოლეონი
00:31 02-08-2024
1
ბრძოლა უნდა მიეყვანა ბოლომდე და მერე გაეპროტესტებინა ეხლა გამოდის რომ ბრძოლას გაექცა. გასაგებია რომ აქ პოლიტიკამაც ითამაშა როლი მაგრამ ბოლომდე ბრძოლა ჯობდა. გაიხსენეთ დინამოს თამაში ფეიენორდთან გასვლაზე მსგავსი არაობიექტურობა იშვიათია მაგრამ ბოლომდე იბრძოლეს და დაუფასდათ.
სსს
10:14 30-04-2024
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული