უკრაინელი ჩემპიონები სამშობლოს დასაცავად - უსიკი ინგლისიდან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩავიდა

AutoSharing Option
უკრაინელი დაუმარცხებელი მებრძოლი, ოლექსანდრ უსიკი სამშობლოში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტების შემდეგ დაბრუნდა.

მოკრივე ომის დაწყებამდე ინგლისში იმყოფებოდა, თუმცა როგორც კი რუსეთმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთა საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა და თანამოძმეებს მხარში ამოუდგა.

შეგახსენებთ, ოლექსანდრს გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკრიტიკებდნენ, რომ კონფლიქტთან დაკავშირებით ყველაფერს თავს არიდებდა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ათლეტმა ყველანაირი ინფორმაცია უარყო და ისიც დააყოლა, რომ მის სამშობლოში არსებული სიტუაცია ტრაგიკულია.

"ძვირფასო უკრაინა, ძვირფასო უკრაინელებო, ზოგიერთებმა დაწერეს, რომ გავიქეცი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება, სახლში ვარ, ინგლისიდან უკან დავბრუნდი. მეგობრებო,
ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რადგან განსაკუთრებული სირთულეების წინაშე ვდგავართ.

ემოციებისგან დაცლილი ვარ, ვცდილობ ვიზრუნო ჩემს ქვეყანასა და ხალხზე. თანამოძმეებო, ომი ერთად უნდა შევაჩეროთ" - განაცხადა მებრძოლმა საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე.

შეგახსენებთ, უსიკის გარდა ფრონტის წინა ხაზზე ასევე ლეგენდარული მოკრივე, ვიტალი კლიჩკო იბრძვის.

მომზადებულია dailymail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
Слава Україні та українському народові.Геть зрадницьку владу Грузії
beqa
26 თებერვალი 2022 13:46
1
რა ხალხი ყოფილა დიდება უკრაინას
ავჭალიდან
26 თებერვალი 2022 12:27
0
mash ar icodi suren?
gri
26 თებერვალი 2022 16:11
4
დიდება უკრაინას
ძირს ოკუპაცია
baggio
26 თებერვალი 2022 11:42
0
გაუმარჯოს უკრაინას
ძირს ოკუპაცია
baggio
26 თებერვალი 2022 10:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული