"სიმართლეშია ძალა..." - რუსმა მოკრივემ მხარი პუტინს დაუჭირა და უკრაინელებს ნაცისტები უწოდა

AutoSharing Option
ყოფილმა რუსმა მოკრივემ, ალექსანდრ პოვეტკინმა, ვლადიმერ პუტინს მხარდაჭერა გამოუცხადა, რადგან ის ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი მეზობელ ქვეყნებში ნაციზმის გაძლიერებითაა გამტკიცებული.

მოგეხსენებათ, რუსმა ჩოგბურთელებმა, დანილ მედვედევმა და ანდრეი რუბლევმა, მშობლიური ქვეყნის მთავრობას სთხოვეს, რომ ომი შეეწყვიტათ, რასაც პოვეტკინი საკუთარი "ინსტაგრამის" მეშვეობით გამოეხმაურა.

"სიმართლეშია ძალა, სერგეი ბოდროვის (გარდაცვლილი მსახიობის) ეს ცნობილი ფრაზა ასახავს იმ ვითარებას, რაც ახლა უკრაინაში ხდება. წლების განმავლობაში სიმართლისთვის ვიბრძოდით, მაშინ, როცა დონბასში სლავები განადგურდნენ. ამიტომ მე მხარს ვუჭერ მის გადაწყვეტილებას, რათა დავიცვათ უბრალო ხალხი და ვიბრძოლოთ ნაციზმისა და
პარაზიტების წინააღმდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ისინი.

ყველანაირ ომს აქვს დასასრული. იმედი ვიქონიოთ, რომ არც ეს იქნება გამონაკლისი და მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ყველაფერს წერტილი დაესმება", - განაცხადა ექსმებრძოლმა.

რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარეს, სახელოვან მოკრივეებს არც უკრაინელები უჩივიან. შეგახსენებთ, ფრონტის ხაზზე ვიტალი და ვლადიმერ კლიჩკოები იბრძვიან, ასევე - ვასილ ლომაჩენკო და ოლექსანდრ უსიკი.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
სწორედ ამაზეა ნათქვამი сила есть ума не надо! ეჰ პოვეტკინ, პოვეტკინ შე კუნთმაგარო და გონებაჩლუნგო, შეხედე მსოფლიოს, მერე გაიაზრე უხარიათ თუ არა რუს დედებს 10000 ცხედრის ჩამოსვენება რუსეთში.
1
ტვინს რელიეფი ამას გაუსწორდა აქვს ალბათ იმდენი ტენეს და ტენეს ცხვირპირში
დუდულა
10:35 03-03-2022
1

სიახლეები პოპულარული