"მიდით, ბიჭებო, განაგრძეთ ბრძოლა, არ დანებდეთ..." - "ბოშების მეფემ" ვიტალი და ვლადიმირ კლიჩკოები გაამხნევა

AutoSharing Option
2015 წელს ბრიტანელმა მოკრივემ, ტაისონ ფიურიმ, ვლადიმირ კლიჩკო დაამარცხა. "ბოშების" მეფემ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევის შემდეგ ქვეყნის სადარაჯოზე მდგარი ძმები, ვლადიმირი და ვიტალი, შეაქო და გაამხნევა.

"ორი კანონი არსებობს, გიყვარდეს შენ გვერდით მყოფი მანდილოსანი და იბრძოდე შენი ქვეყნისთვის. რატომაც არა? რას ნიშნავს ფული, თუ შენ სამშობლოში დასაბრუნებელი გზა არ გაქვს? ამ შემთხვევაში ფული კარგი არაა, მას ვერ გამოიყენებ. მიდით, ბიჭებო, განაგრძეთ ბრძოლა, არ დანებდეთ" - ციტირებს ტაისონის სიტყვებს TMZ Sports-ი.

შეგახსენებთ, ძმებ კლიჩკოებთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე არიან მოკრივეები, ოლექსანდრ
უსიკი და ვლადიმირ ლომაჩენკო.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ. ასეთ ომში მხოლოდ გამარჯვება უნდა ისურვო და არა უბრალოდ 'არა ომს' და ა.შ. 'არა ომს' რუსებს უნდა ეძახათ აქამდე ბევრჯერ და თვითონ უნდა გადაუდგნენ თავის ჯარს, აქციები არ კმარა.
რეზო
13:20 04-03-2022
0

სიახლეები პოპულარული