IOC-მა პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის მოკრივეთა წონითი კატეგორიები დაამტკიცა

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მოკრივეთა ტურნირისთვის საკვალიფიკაციო სისტემა და წონითი კატეგორიები დაამტკიცა.

"მინდა ყველას მივულოცო ეს შესანიშნავი შედეგი! ჩვენ არა მარტო შევიმუშავეთ მოკრივეთათვის პროცედურები, რომლებიც IOC-თან ერთად უნდა გახდეს პარიზის თამაშების ნაწილი, არამედ IOC-მა, თავის მხრივ, დაამტკიცა სისტემა, რომელიც მომართული იქნება კრივის საერთაშორისო ასოციაციის (IBA) ღონისძიებებზე. დარწმუნებული ვარ, თქვენც მიხვდებით, თუ რამდენად დიდი ნაბიჯია ეს ჩვენთვის.

ჩვენ მივაღწიეთ ნდობას და თავდაჯერებულობას, ახლა კი ჩვენ მიერ დადებული პირობები უნდა შევასრულოთ", - განაცხადა IBA-ს პრეზიდენტმა
უმარ კრემლევმა.

მოკრივეთა ოლიმპიური ტურნირი კაცებში შვიდ - 51, 57, 63,5, 71, 80, 92, +92, ქალებში კი ექვს - 50, 54, 57, 60, 66, +75 კილოგრამ წონით კატეგორიაში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ტოკიოს თამაშებზე მედლები კაცთა რვა და ქალთა ხუთ კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

altქართველი მოკრივეების 5 მედალი ევროპის ჩემპიონატზე

altქართველმა პროფესიონალმა მოკრივეებმა საფრანგეთში იასპარეზეს [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული