უსიკმა ჯოშუა ისევ დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიცვა

AutoSharing Option
დღეს, 21 აგვისტოს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში, ერთმანეთს მძიმე წონის უკრაინელი ჩემპიონი (WBA, WBO, IBF) ოლექსანდრ უსიკი და ამავე წონის ყოფილი ჩემპიონი, ბრიტანელი ენტონი ჯოშუა დაუპირისპირდნენ. ბრძოლა 12 რაუნდი გაგრძელდა, სადაც უკრაინელი მოკრივე უკეთესი იყო. ორივე მებრძოლს თავისი წარმატებული მომენტები ჰქონდა, თუმცა უსიკი უმეტეს რაუნდებში დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

12 რაუნდის შემდეგ მსაჯებმა გაყოფილი გადაწყვეტილებით (113-115, 115-13, 116-112) ოლექსანდრ უსიკს მიანიჭეს მოგება. უკრაინელმა მოკრივემ რემატჩშიც გაიმარჯვა!

უსიკმა ბრძოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა: "მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ვინც ჩემთვის ლოცულობდა. მინდა მადლობა გადავუხადო ღმერთს,
რომ დღეს ძალიან ბევრი რამ მომცა. ჩემი ღმერთი იესო ქრისტეა. ძალიან მადლობელი ვარ საუდის არაბეთის.

ამ გამარჯვებას უკრაინას, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ყველა იმას ვუძღვნი, ვინც ჩემს ქვეყანას იცავს, ჩემს გუნდს და მთელ ჩემს ქვეყანას.

ეს ბრძოლა უკვე ისტორიაა. ამას მრავალი თაობა ნახავს. განსაკუთრებით იმ რაუნდს, რომელშიც ჩემს მაგრად გალახვას ცდილობდნენ. მაგრამ მე ბრძოლა ჩემს სასარგებლოდ შემოვაბრუნე. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის.

კიდევ ერთი ქამარი? ფიური პენსიაზე არ გასულა, მას ჩემთან ბრძოლა სურს. ჩემი გუნდი ამაზე იმუშავებს. ან შევებრძოლები მას ან საერთოდ აღარ ვიბრძოლებ.

მხოლოდ ღმერთმა იცის, გავხდები თუ არა აბსოლუტური ჩემპიონი, მაგრამ ეს ახალგაზრდები, ჩემი გუნდი ამაში დამეხმარება".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს არის სირცხვილი. როგორ მოაგებინეს ამათი უნამოსი მსაჯეობა რა ვთქვი. აშკარად დაჯაბნა უსიკი ჯოშუამ და მაინც ამას მიცეს გამარჯვება. ტფუი რა... რადგან უკრაინელია უნდა მოაგებინო დაუმსახურებლად? უკვე მერამდენედ აკეთებენ ასე. უსიკი არაა ღირსი იყოს ჩმეპიონი. ჯოშუასთან ორივე ბრძოლა წააგო და ორივეში მიცეს მოგება. ვენახვალე იმენა ჯოშუას. ხომ მიახლა სინამდვილე პირში უსიკს. ვენახვალე რა. მიუჩინა თავისი ადგილი სადაც უნდა იყოს. უსიკი არა იხვის ტოლმა კიდე. გაწიეთ ეს კლიჩკო პადელკა იქეთ. ჯოშუა ფიური უნდა იყოს და იქ გაირკვევა ვინა ნამდვილი ჩემპიონი. სირცხვილი მსაჯებს. სირცხვილი მეორედ მსოფლიოს რომ უსიკი დაჟე ჯოშუამდე მიიყვანეს. სირცხვილია. ჯოშუა ფიური ქენით და გაარკვიეთ ვინაა ძლიერი და არა კიკინიანი უკრაინელი
zura
11:41 21-08-2022
28
ნამეტანსაც ნუ მოინდომებ ხახოლო,ფიური შეგჭამს....
ანტილიბერალი
10:43 21-08-2022
33
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული