"ბოდიშს გიხდით, მაგრამ..." - ავთანდილ ხურციძე საქართველოს სახელით აღარ იჩხუბებს

AutoSharing Option
43 წლის მოკრივე ავთანდილ ხურციძემ, რომელიც რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ციხიდან გაათავისუფლეს, Facebook Live-ში განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.

ის ქართველებს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ სხვა გზა არ ჰქონდა:

"საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვი, საქართველოს მოქალაქე აღარ ვარ, სამწუხაროდ. ამერიკას ჩავბარდი, როგორც ლტოლვილი. თუ ამერიკას დასჭირდება, გამოვალ ამერიკის დროშით. ბოდიშს გიხდით ქართველებს, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა", - ამბობს ხურციძე.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული
ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულთაგან 27 ადამიანი არის გაერთიანების წევრი, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჟანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ამ ჯგუფს ბრალად ედება დაქირავებული მკვლელობა, ადამიანების გაძარცვა მოტყუებით ან ქლოროფორმის გამოყენებით, ჰაკერული მოწყობილობების გამოყენებით კაზინოს ავტომატებზე თაღლითობა.

2018 წლის სექტემბერში ხურციძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ხურციძე სასჯელს დასავლეთ ვირჯინიის ციხეში იხდიდა.
მკითხველის კომენტარები / 68 /
ვაჟკაცობა ფართო მცნებაა,ძმა სამშობლოს უანგარო სიყვარულსაც მოიცავს
მარტვილელი
28 აპრილი 2023 18:46
5
რატომ გვაყვედრის ჭეშმარიტ ქართველებს ყველა თავის არსებობას?
პლეხანოვზე გაზრდილი
28 აპრილი 2023 18:26
8
როდემდე უნდა დავიბრმავოთ ქართველებმა თავი.ყველამ ხომ კარგად ვიცით რომ ეს ადამიანი ჩვეულებრივი კრიმინალია და მოძალადე გაანებეთ თავი წავიდეს სადაც უნდა
Erko
29 აპრილი 2023 08:27
5
სამშობლო ვირი არ არის ან გამოაგედგეს ან არა. მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა კრიმინალებს რომ უარი არ უთხარი თანამშრომლობაზე.
ჯარჯი
28 აპრილი 2023 20:17
2
ვერ ვხვდები ურაპატრიოტებო რატომ ბრაზდებით, საქართველო აღარ მიყვარსო ხომ არ უთქვია, არც ისე უთქვია ქართველად არ მივიჩნევ თავსო, არამგონი ვინმე ადეკვატური აზროვნებით ამისგან სპორტში დაბრუნებას ელოდა, რა გინდათ თავს მიხედა, როგორც უამრავმა ქართველმა, აბა ამ გასაცოდავებულ ქვეყანაში რა უნდა? პირველია ვინც აშშ-ს მოქალაქეობა მოითხოვა თუ რა ამბავში ხართ რამ გაგაშმაგათ? დარწმუნებული ვარ ნახევარზე მეტს “გრინ კარტაზე” განაცხადი აქვს შევსებული! ხოდა თქვენ არ მოგეგოთ მწვანე ბარათი ვინც თათხავთ, თავის გაჭირვება ეყოფა
***
29 აპრილი 2023 00:08
22
ემანდ კიდევ არ ჩაგაყუდონ მანდ
ერასტი
28 აპრილი 2023 17:31
14
zalian mixaria, rom cixidan gamogishves. magram tu rusebtan imegobreb, iseviq agmochndebi.
q. g.
28 აპრილი 2023 17:16
3
ქართველობაზე უარი როგორ უნდა თქვა ეგ არ მესმის. ამის მერე რაც გინდა ის აკეთე ჩაქუჩ
ზურა
28 აპრილი 2023 20:36
5
სანამ რაღაცას დაწერ ჯერ გაიკითხე, ორმაგი მოქალაქეობა მაქვს უკვე წლებია, ჩვეულებრივ გინარჩუნდება საქართველოს მოქალაქეობა, ერთი განცხადებაა საჭირო რომ დაწერო საელჩოში და 250 ლარი გადაიხადო იუსტიციის სამინისტროში
ირაკლის
28 აპრილი 2023 21:52
1
როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე ხდები, ავტომატურად კარგავ საქართველოს მოქალაქეობას.
ირაკლი
28 აპრილი 2023 21:27
18
აუფ, დღეს რაღა დაგვაძინებს. რუსების ძმაკაცი რეკეტი ძაან გვჭირდები რა ქართველებს. თუ ჩაგიბარა ამერიკამაც, თუ არადა მიმართე რუს ძმაბიჭებს.
mmmm
28 აპრილი 2023 18:41
10
ვისაც საქართველოზე გული აუვრუვდება ის საქართველოს ღირსი არაა
qartveli
29 აპრილი 2023 11:48
8
უბედურება იცი რაშია? აქ მორალისტები რო ამუნათებენ ხურციძეს და ჭკუას არიგებენ, ვითომ თავიანთი მოკლე ჭკუით, იმას ვერ ხვდებიან, რო თვითონ რა საცოდავები სჩანან, რადგანაც ერთი გამოთაყვანებული სექტანტები არიან, არც მეტი და არც ნაკლები.
ადამიანს
29 აპრილი 2023 16:33
8
გვერდიდან მაგაზე ადვილად სათქმელი არაფერია.პ.ს. ისე,მთავრობამ ან საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყური ბშეიბერტყა საერთოდ?
ადამიანი
29 აპრილი 2023 15:23
8

სიახლეები პოპულარული