"ბოდიშს გიხდით, მაგრამ..." - ავთანდილ ხურციძე საქართველოს სახელით აღარ იჩხუბებს

AutoSharing Option
43 წლის მოკრივე ავთანდილ ხურციძემ, რომელიც რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ციხიდან გაათავისუფლეს, Facebook Live-ში განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.

ის ქართველებს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ სხვა გზა არ ჰქონდა:

"საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვი, საქართველოს მოქალაქე აღარ ვარ, სამწუხაროდ. ამერიკას ჩავბარდი, როგორც ლტოლვილი. თუ ამერიკას დასჭირდება, გამოვალ ამერიკის დროშით. ბოდიშს გიხდით ქართველებს, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა", - ამბობს ხურციძე.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული
ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულთაგან 27 ადამიანი არის გაერთიანების წევრი, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჟანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ამ ჯგუფს ბრალად ედება დაქირავებული მკვლელობა, ადამიანების გაძარცვა მოტყუებით ან ქლოროფორმის გამოყენებით, ჰაკერული მოწყობილობების გამოყენებით კაზინოს ავტომატებზე თაღლითობა.

2018 წლის სექტემბერში ხურციძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ხურციძე სასჯელს დასავლეთ ვირჯინიის ციხეში იხდიდა.
მკითხველის კომენტარები / 68 /
სამშობლო რა შუაშია შენ სამეგობროს სწორად შერჩევა არ შეგეძლოს?! ისე რომ იცოდე სამშობლო ერთია და მას ადამიანი არ ირჩევს ისევე როგორც არ ირჩევს მშობლებს! წარმატებები ახალ სამშობლოში
Roni
16:59 28-04-2023
7
მე, ერთ ქართველს არ მჭირდება შენი ბოდიში. თუ ბოდიში გინდა მოიხადო მაინცდამაინც საკუთარ თავს, მიწას და წინაპრების ძვლებს მოუხადე ბავშვობაში რომ მწვანე ბალახად გედებოდა ფეხქვეშ. სამშობლო უფრო მეტია ვიდრე ყველაფერი ამ ქვეყანაზე და დროშა კიდევ მეტია ვიდრე ნაჭერი... და კიდევ თუ ტრაკი არ გაქვს, არ უნდა ატრაკო კაცმა, და თუ ატრაკებ კეთილი უნდა ინებო და პასუხისმგებლობებიც აიღო. შენ მანდ ხალხი ძუყნო მაფიოზების გამო და მერე იძახო მიშელეთო ეგრე სადა ბაბუ...
მგელუკა
17:20 28-04-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული