"ბოდიშს გიხდით, მაგრამ..." - ავთანდილ ხურციძე საქართველოს სახელით აღარ იჩხუბებს

AutoSharing Option
43 წლის მოკრივე ავთანდილ ხურციძემ, რომელიც რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ციხიდან გაათავისუფლეს, Facebook Live-ში განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.

ის ქართველებს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ სხვა გზა არ ჰქონდა:

"საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვი, საქართველოს მოქალაქე აღარ ვარ, სამწუხაროდ. ამერიკას ჩავბარდი, როგორც ლტოლვილი. თუ ამერიკას დასჭირდება, გამოვალ ამერიკის დროშით. ბოდიშს გიხდით ქართველებს, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა", - ამბობს ხურციძე.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული
ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულთაგან 27 ადამიანი არის გაერთიანების წევრი, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჟანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ამ ჯგუფს ბრალად ედება დაქირავებული მკვლელობა, ადამიანების გაძარცვა მოტყუებით ან ქლოროფორმის გამოყენებით, ჰაკერული მოწყობილობების გამოყენებით კაზინოს ავტომატებზე თაღლითობა.

2018 წლის სექტემბერში ხურციძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ხურციძე სასჯელს დასავლეთ ვირჯინიის ციხეში იხდიდა.
მკითხველის კომენტარები / 68 /
ასეც არაა როგორც თქვენ განსჯით. ჩვენ ყველას ჭკუას ვასწავლით, ვლანძღავთ და ვკაპასდებით. ეს არ არის სწორი. ჩვენ ერთმანეთის სიყვარული გვაკლია და ძალიან გაბოროტებულები ვართ. აჯობებდა საკუთარ გულებში ჩავიხედოთ და რას ვაკეთებთ თითოეული ჩვენგანი ჩვენი ქვეყნისთვის. არაფერს , სხვას ვუყურებ თ და ვამუნათებთ. ვინც აქედან გარბის , ყველა მშიერი არ არის , ეს ნამდვილად ვიცი. სახლშიც აქვთ, ბევრს კარგი სამსახურიც , მაგრამ რაღაცას ეძებენ , ახალს და ესაა მიზეზი. ჩემი თანამშრომელიც წავიდა, ყველაზე კარგად ცხოვრობდა, აგარაკიც ჰქონდა და მოგზაურობასაც არ იკლებდა ოჯახით საზღვარგარეთ, ჰოდა წავიდა ოჯახით . რას მივაწეროთ მისი წასვლა? დღეს ქართველები ფეხისხმას აყოლილები არიან . სოფლებში ხელის განძრევა არ უნდათ , სასახლეებივით სახლები გამოკეტეს და 10 კვში ნაქირავებში ცხოვრობენ 5 ადამიანი. ეს რა არის? რატომ აკეთებენ? ვისი ბრალია? იქნებ ამას ჩავუკვირდეთ და ყველამ ჩვენს თავში ვეძებოთ დამნაშავე?
მინა
29 აპრილი 2023 10:12
16
საქართველო არ უგულისხმია საქოცეთიიგულისხმა
gigi
29 აპრილი 2023 03:12
59
ქოცისტანი უფრო შეეფერება, საქოცეთი ქართულად ჟღერს და ესენი ქართველ საქმეს არ აკეთებენ!
***
29 აპრილი 2023 05:15
31
სიმართლე მწარეა,ვინც სამშობლოზე ლაპარაკობთ, პირველები გარბიან თუ გამოუვათ რა თქმა უნდა...ჯიგარი ხარ ძმაო,ამის გაკეთებასაც ვაჟკაცობა უნდა, ისე როგორც რინგზე.კაცმა ქართველობაზე კი არ თქვა უარი,ქვეყანაზე ( ტერიტორიაზე).დღეს აბა საქართველო რაა,სადაც ერთი ბრბო მეორეს აჩმორებს...
სპალეტი
28 აპრილი 2023 20:30
22
ავთომ და სამშობლომ ერთმანეთს ვერ გაუგეს. რა ჩემს ფეხებად მინდა ისეთი სამშობლო, როცა მიჭირს გვერდში თუ არ დამიდგა? ყველა ქვეყანაში საქართველოს საელჩოს შტატში უნდა ყავდეს იურისტი და ადვოკატი, იმიტომ რომ 2 მილიონი ქართველია გასული ქვეყნიდან და მათ სამშობლოსგან დაცვა უნდათ. მე არ ვამბობ მკვლელები და რეციდივისტები უნდა დავიცათ, მაგრამ ის ხომ მაინც უნდა ვიცოდეთ რა ჩაიდინა კაცმა და რისთვის ასამართლებენ?
ჟორა
28 აპრილი 2023 18:03
29
მოიცა, უსამართლოდ დაიჭირეს? ჩვეულებრივი კრიმინალია და ტაში უნდა დავუკრათ?
გიორგი
29 აპრილი 2023 11:41
0
ალბათ იმიტომ გამოუშვეს ციხიდან რომ ამერიკის სახელით ებრძოლა
***
28 აპრილი 2023 17:51
32
ჩლუნგებო იმის კეათედი გააკეთეთ ქვეყნისთვისნრაც ამ კაცმა გააკეთა, ეს იმათ ვინც ხურციძეს ლანძღავთ.
Buxrika
29 აპრილი 2023 01:16
56
Sruliad seriozulad gekitxebi raa gaaketa qveynistvis avtandil xurcidzem?
Nika
29 აპრილი 2023 14:03
1
აბსოლუტურად გასაგებია მისი პოზიცია, სიყვარული ორმხრივი უნდა იყოს. ცალმხრივი სიყვარულის დროს ერთი მხარე იჩაგრება.
ექსპერტი
29 აპრილი 2023 13:48
19
ექსპერტ! აქ სამშობლოს სიყვარულზეა სჯა-ბაასი.
.
29 აპრილი 2023 14:38
0
მართალია, როცა ქვეყნის ხელისუფლებაზე ბრაზდები, სამშობლოს ზურგი არ უნდა აქციო, არც მე მომეწონა უარი, რომ თქვა მოქალაქეობაზე, მაგრამ რა მიკვირს იცით, მიშამ, რომ უარი თქვა და თან უკრაინის ტელევიზიებში ყველგან აშაყირებდა "გრძელკეპკიან ქართველებს" და თან იმას იძახოდა უკრაინელი ვარ და ქართველები თავზე დაჯ...ს ღირსიაო და მერე აქ 30-50 ათასიან მიტინგებს აწყობდნენ გამოუშვით გარეთ ბოლომდე უნდა მოუტ..ს საქართველოს ყველაფერიო ეგ როგორ არის ამიხსენით? ავთანდილ ჯიგარო, აქ ზოგი მხარს გიჭერს ზოგიც ილანძღება მე არ გიცნობ და არც არავის მხარეს მოვიწონებ, უბრალოდ რაკი თქვი საქართველოს სახელით აღარ გამოვალ და საქართველოს დროშით არ ვიჩხუბებო, ერთ რჩევას მოგცემ, ეს არც პირობის დარღვევა იქნება და როცა რინგზე კიდევ გამოხვალ და მოიგებ, ქუთაისის დროშა შემოატარე ამერიკის რინგებს. მგონი ბევრს მოეწონება, ვინც ნაწყენია შეიძლება ცოტა გულიც მოუბრუნდეს შენსკენ.
რეალობა
01 ივნისი 2024 18:27
0
Ra tkva am kacma ara scori? Saqarvelos moqalaqeobaze uaris tqma sulac ar nishnavs uaris tqmas qartvelobaze... da tanac tavdablobit bodishic moixida rac gasagebia rom im dros ise aecko misi cxovreba da sakme.. da regvenia da cxovrebashi chauxedavi koveli tgventagani vinc amis gamo kicxavt Avtandils. Xolo
tu tkven sakutari tavi ucodveli kravebi gonniat, xolo saqartvelos moqalaqeoba zeciuri samotxe... sakutar sulier sibneles tavs verasodes daaxcevt da aseti qartvelobit kidev bevrs gauchent survils saqartvelos moqalaqeobaze uaris tqmas!
Zura Pilosoposi
28 აპრილი 2023 23:38
13
რომ დახმარებოდა ამ ადამიანს.
საქართველოს მთავრობამ სრაფერი გააკეღა
28 აპრილი 2023 20:49
30

სიახლეები პოპულარული