"ბოდიშს გიხდით, მაგრამ..." - ავთანდილ ხურციძე საქართველოს სახელით აღარ იჩხუბებს

AutoSharing Option
43 წლის მოკრივე ავთანდილ ხურციძემ, რომელიც რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ციხიდან გაათავისუფლეს, Facebook Live-ში განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.

ის ქართველებს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ სხვა გზა არ ჰქონდა:

"საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვი, საქართველოს მოქალაქე აღარ ვარ, სამწუხაროდ. ამერიკას ჩავბარდი, როგორც ლტოლვილი. თუ ამერიკას დასჭირდება, გამოვალ ამერიკის დროშით. ბოდიშს გიხდით ქართველებს, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა", - ამბობს ხურციძე.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული
ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულთაგან 27 ადამიანი არის გაერთიანების წევრი, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჟანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ამ ჯგუფს ბრალად ედება დაქირავებული მკვლელობა, ადამიანების გაძარცვა მოტყუებით ან ქლოროფორმის გამოყენებით, ჰაკერული მოწყობილობების გამოყენებით კაზინოს ავტომატებზე თაღლითობა.

2018 წლის სექტემბერში ხურციძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ხურციძე სასჯელს დასავლეთ ვირჯინიის ციხეში იხდიდა.
მკითხველის კომენტარები / 65 /
ალბათ იმიტომ გამოუშვეს ციხიდან რომ ამერიკის სახელით ებრძოლა
***
28 აპრილი 2023 17:51
32
ემანდ კიდევ არ ჩაგაყუდონ მანდ
ერასტი
28 აპრილი 2023 17:31
14
chaqucha! zalian didi txovna makvs. me rom Serie A-s fexburteli gavxdebi, chemi tamashebis sayureblad italiashi nu chamoxval, tu zma xar.
q. g.
28 აპრილი 2023 17:22
11
შენი ამბავი შენ იცი ..ყველაფერი მოხდეს შეიზლება მაგრამ სამშობლო რა შუაშია შენს დაჭერაში...თუ ვინმემ ხელისფლებიდან არ დაგეხმარა...შეგიძლია მას მოჰკითხო და პასუხი მისგან მიიღო...სამშობლზე როგორ უნდა იყვე განაწყენებული და ვინც დაგიჭირა და დაგაპატიმრა თუ შენი აზრით არასწორად მოგექცა მას როგორ უნდა სთხოვო თავშესაფარი?..ან მისი სახელით თუ გამოხვალ მოგიწმინდავს შებღალულ რეპუტაციას თუ რა?..სხვა გზა არ გქონდა კი არა სხვა გზა არ გინდოდა..
bujanga
28 აპრილი 2023 17:21
6
მე, ერთ ქართველს არ მჭირდება შენი ბოდიში. თუ ბოდიში გინდა მოიხადო მაინცდამაინც საკუთარ თავს, მიწას და წინაპრების ძვლებს მოუხადე ბავშვობაში რომ მწვანე ბალახად გედებოდა ფეხქვეშ. სამშობლო უფრო მეტია ვიდრე ყველაფერი ამ ქვეყანაზე და დროშა კიდევ მეტია ვიდრე ნაჭერი... და კიდევ თუ ტრაკი არ გაქვს, არ უნდა ატრაკო კაცმა, და თუ ატრაკებ კეთილი უნდა ინებო და პასუხისმგებლობებიც აიღო. შენ მანდ ხალხი ძუყნო მაფიოზების გამო და მერე იძახო მიშელეთო ეგრე სადა ბაბუ...
მგელუკა
28 აპრილი 2023 17:20
7
100%
ქართველი
29 აპრილი 2023 12:46
0
100%
გიორგი
29 აპრილი 2023 11:44
0
ავთანდილ ყველაფერი გასაგებია მაგრამ რაცაურნდა იყოს ქართველობაზე ნუიტყვი უარს, ხალხს უყვარხარ და პატივს გცემს და ვიღაცეების გამო არუნდათქვა უარი საქართველოზე ვიცი მძიმე დღეები გაიარაე ციხეზე მარამ გადალახე იმიტომ რომ ქართველი ხარ, ქართველი ხალხი და საქართველო უნდა ასახელო და არა ვინმე ჯგუფი.
გიორგი
28 აპრილი 2023 17:19
6
ხალხის სახელით ნუ ლაპარაკობ, რის გამო უნდა გვიყვარდეს ან პატივს ვცემდეთ.. აგერ ჩანს კიდეც რა ხისთავაც ყოფილა
toti
28 აპრილი 2023 18:11
6
zalian mixaria, rom cixidan gamogishves. magram tu rusebtan imegobreb, iseviq agmochndebi.
q. g.
28 აპრილი 2023 17:16
3
სად რჩები ძმაო,არც საჭმელია მანდ არც სასმელი. ჩამოდი აქ ეკონომიკა თუხთუხებს!
ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უკვე გვაქვს და მალე სამნიშნაზე გადავალთ.
ყველაფერი ბლომად გვაქვს აშენდა ამ მთავრობის მომყვანი...
ლექსო
28 აპრილი 2023 17:03
57
ძაალიან უმარილო იუმორია კაი დავუშვატ საქარტველოზეა განაწყენებული მარა ამერიკაში დაუდასტურდა ბრალი და მისი მოქალაქე ხდება თან არ იქნება პრობლემა ამერიკის სახელიტ გამოსვლა როცა საქარტველოს სახელით უკვე რცხვენია
ნოდო
28 აპრილი 2023 18:43
6
სამშობლო რა შუაშია შენ სამეგობროს სწორად შერჩევა არ შეგეძლოს?! ისე რომ იცოდე სამშობლო ერთია და მას ადამიანი არ ირჩევს ისევე როგორც არ ირჩევს მშობლებს! წარმატებები ახალ სამშობლოში
Roni
28 აპრილი 2023 16:59
7
კრიმინალს სპორტში წარმატება ვერ ექნება.
გიორგი
29 აპრილი 2023 11:47
0

სიახლეები პოპულარული