ბრიტანელმა მოკრივე ჯო ბილი საუნდერსმა, რომელიც WBO ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს ფლობს სუპერსაშუალო წონაში, თითქმის შეათანხმა ბრძოლა მექსიკელ საულ "კანელო" ალვარესთან.

კანელო ალვარესი საშუალო წონით კატეგორიაში აბსოლუტური ჩემპიონი იყო და ახლაც ინარჩუნებს ორი დივიზიონის (WBC, WBA) ქამრებს. თუმცა მექსიკელმა მსუბუქიდან მძიმე წონაში გადასვლა გადაწყვიტა და რუსი კოვალიოვის დამარცხებით WBO ვერსიით მსოფლიო ჩემპიონიც გახდა. ისე გამოვიდა, რომ საულ ალვარესმა 1 წონითი კატეგორია გამოტოვა - სუპერსაშუალო წონა.

ამის გამოყენება სათავისოდ ჯო ბილი საუნდერსმა სცადა და კანელოს ბრძოლა შესთავაზა. არც მექსიკელია უარზე და როგორც მისმა პრომოუტერმა ედი ჰირნმა განაცხადა, დიდია ალბათობა იმისა, რომ მექსიკელისა და ბრიტანელის ჩხუბი შედგეს.

დასანანი ჩვენთვის ის გახლავთ, რომ საუნდერსის ნაცვლად, შესაძლო იყო, აქ ავთანდილ ხურციძე ყოფილიყო. "ჩაქუჩას" უკვე შეთანხმებული ჰქონდა საუნდერსთან ბრძოლა და 20 დღე აკლდა მის გამართვამდე, როცა ქართველი მოკრივე დაიჭირეს.

მართალია, საუნდერსს კარიერაში ბრძოლა არ წაუგია, თუმცა ხურციძის დაჭერის შემდეგ 5-ჯერ გავიდა რინგზე (3-ჯერ ბრიტანეთში) და 3-ჯერ 12 რაუნდი დასჭირდა გასამარჯვებლად, 1-ხელ 11 და მხოლოდ 1 ბრძოლაში გაიმარჯვა შედარებით ადვილად. ხურციძის სტილის მოკრივეს კი არ შეხვედრია. ძალიან დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ ავთანდილი საუნდერსს დაამარცხებდა, თუმცა...

თუმცა ახლა საუნდერსი კანელო ალვარესთან საბრძოლველად ემზადება და დიდი იმედი აქვს, რომ შანსს მიიღებს. კანელო კი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოკრივეა მსოფლიოში და კარიერაში მხოლოდ 1-ხელ დამარცხდა, ისიც 22 წლის ასაკში და ისიც, თავად ფლოიდ მეივეზერთან, რომელიც მას შემდეგ მუდმივად არიდებდა თავს მექსიკელთან ჩხუბს.

თავისუფლება
დაიტოვეთ ამერიკაში
odala
ვინ ლანძღავს? ხალხი ამბობს იმას რაც გადახდა ან მის ახლობელს გადახდა. სამწუხაროა, რომ ავთო ამ ამბებში აღმოჩნდა გახვეული, მაგრამ თუ ასეა რა ვქნათ? მე არც ქუთაისელი ვარ და არც ავთოს ახლობელი.
odala
RG ბევრი ლაპარაკობს მაგას ბრუკლინში, სამწუხაროდ. მე ვცხოვრობდი იქ რამდენიმე წელი და ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი ეს საუბრები ისეთი ხალხისგან, რომელსაც არანაირი ინტერესი არ ჰქონდა ავთოს წინააღმდეგ რამე ეთქვათ.
RG
ესე დარწმუნებით ამ ისტორიას როგორ წერ? პირადად შეესწარი ხურციძის დანაშაულს თუ ფედერალი ხარ?
KUTAISELI
ak kinu lanzgavt chakuchas kompiuterchi, ro chamova sakartvelochi midit da galanzget pirchi utxarit rasac pikrobt, da tan saavadmkopos asanazgaurebeli puli gekaot xelchi.anda daanebet tavi am kacs tavisi gachirveba ekopa.

სწორედ ამ საუნდერსმა დააჭერინა ხურციძე და უსამართლოდ ჩასვა ციხეში, ახლა კი არ უნდათ იმის აღიარება, რომ ამერიკაში ასეთი უსამართლობა ხდება და ათას უბედურებას აბრალებენ ხურციძეს, მაგრამ ღმერთი ყველას პასუხს გასცემს და თავისას მიუზღავს, ეშინოდეთ ცილისმწამებლებს!
n
ამ არა ადამიანმა ბევრი ქართველი გააწამა ბრუკლინში. ოფლით და სისხლით ნაშოვნი წაართვა და ბევრი ცემით გახეთქა. ამას გარდა ქართველის მკვლელობაშიც ხელი აქვს გარეული.რატომ უჭერთ მხარს და რეკლამას უკეთებთ ამ ერთ უჯრედიანს? მსოფლიო ჩემპიონი ბოქსიორი რომ ერთი ვაი ქურდის ცუმბუშობას არჩევს უტვინობის დამადასტურებელია. თან თავიდანვე როგორც კი ამ ვაი ქურდს "კაცურად" გვერდში დაუდგა გააფრთხეილეს რომ პოლიციაც უთვალთვალებდა და ფედერალურიც ბიუროც. ამათ პირიქით გაილაღეს და უფრო მეტი დაატერორეს. თან მერე ქურდობის სტატუსიც მოუნდა მადა ჭამაში მოდისო. სანამ ამ ქურდ მაიჯმუნებს პატივს სცემს საქართველო ვერაფერს ვერ მივაღწევთ როგორც ერი. სირცხვილი თქვენ ჟურნალისტები თუ ხართ მიდით, გამოიკვლიეთ და დაწერეთ სიმართლე.
Ggg
გოლოვკინთანაც აქვს ერთი წაგება კანელოს
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი - "ტორონტო" "ვაშინგტონ უიზარდსთან" დამარცხდა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
"წიტაიშვილი "ლაციოს" სჭირდება - მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს" - იტალიური მედია
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
ვიტინია "რეალში" - რა თანხა დაუჯდება "სამეფო კლუბს" ტრანსფერი?
ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო დაადო - რა ხდება პსჟ-ში?
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
"გამოიყვანეთ თქვენი დვალიშვილი, კრივში კისერს მოვტეხავ და გავთიშავ" - ავთანდილ ხურციძემ მერაბ დვალიშვილი გამოიწვია
მომაკვდავ შვილს მსოფლიო ჩემპიონობას შეჰპირდა - ქამარი საფლავზე მიიტანა...
"შენც ნაძირალა ხარ! ჯერ რაღაცას წერ და..." - ალვარესმა აგუეროს უპასუხა, რომელმაც მესი დაიცვა
ESPN-მა კანელო ალვარესი წლის საუკეთესო მოკრივედ დაასახელა - ხუთეულში 41 წლის ჩემპიონიცაა
მიხაილ შუმახერი საუკეთესო მრბოლელის სტატუსს დაკარგავს? - 3 ნოემბრის დაიჯესტი
ხაბიბმა საუკეთესო მოკრივე დაასახელა
42 წლის ავთანდილ ხურციძე ციხეს ტოვებს და ქამრისთვის იბრძოლებს
ვინ გამოიმუშავა ყველაზე მეტი 2019 წელს? - Forbes-ი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიას აქვეყნებს
რინგზე დაბრუნება 7 წლის შემდეგ - "ჩაქუჩამ" ჰიუგო ექსნერი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა [VIDEO]
ავთანდილ ხურციძემ საპატიმრო დატოვა - რას წერს ქართველი მოკრივე ციხიდან გათავისუფლების შემდეგ
"ავთო ახლა გაახსენდათ?! ყაჩაღი ეგონათ... ის საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს" - ავთანდილ ხურციძის დედა
"ბოდიშს გიხდით, მაგრამ..." - ავთანდილ ხურციძე საქართველოს სახელით აღარ იჩხუბებს