უსიკმა ფიური დაამარცხა და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ტიტულების გამაერთიანებელ ორთაბრძოლაში WBA, WBO, IBF და IBO-ს ვერსიით უკრაინელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ალეკსანდრ უსიკმა WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ბრიტანელი ჩემპიონი ტაისონ ფიური დაამარცხა.

12 რაუნდის შემდეგ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით (115-112; 113-114; 114-113) გამარჯვება უსიკს მიანიჭეს და ის მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.

ეს ბრძოლა 17 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ უსიკის ტრავმის გამო გადაიდო, დღეს გაიმართა და დიდი ინტერესი გამოიწვია - დარბაზში ანდრეი შევჩენკო, კრიშტიანო რონალდო, ნეიმარი, სტივენ ჯერარდი და სხვა ცნობილი პიროვნებები იმყოფებოდნენ.

ფიურიმ განაცხადა,
რომ სინამდვილეში მან მოიგო, მაგრამ მსაჯებმა გამარჯვება მეტოქის ქვეყანას მიანიჭეს.

კონტრაქტით გათვალისწინებული მათი მეორე ბრძოლა 13 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

altუსიკისა და ფიურის ბრძოლის ახალი თარიღი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეგრეა ძმაო პოლიტიკა დაუჭიროს შენმა ქვეყანამ უკრაინას მხარი და საკუთარ სპორტს ჩრდილი მიაყენოს:) როდის მოხვალთ აზრზე??
გოგა
19 მაისი 2024 12:57
28

სიახლეები პოპულარული