გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი - რობერტ შავლაყაძე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
86 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი სიმაღლეზე მხტომელი და რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი რობერტ შავლაყაძე.

ოლიმპიური ჩემპიონი 1933 წელს თბილისში დაიბადა. სპორტსმენმა 1955 წელს დაამთავრა ფიზკულტურის უნივერსიტეტი და სწორედ ამ მომენტიდან ეტაპობრივად დაიწყო მისი სპორტული აღმავლობა.

რობერტ შავლაყაძემ 1960 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რომში მოახერხა, რომ დაემარცხებინა ამერიკელი სიმაღლეზე მხტომელი, რომელსაც მანამდე ევროპიდან ვერავინ აჯობა. მან ოლიმპიადაზე 2.16 მეტრი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ის იყო ევროპის ჩემპიონატის მესამეპრიზიორი (1962), სსრკ-ის ჩემპიონი (1964) და სამგზის მეორეპრიზიორი (1959, 1960, 1962), ძმები ზნამენსკების საერთაშორისო
ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი (1958-62), სოციალისტური ქვეყნების თამაშების შვიდგზის გამარჯვებული (1957, 1958, 1959, 1960, 1961, 1962, 1963), „გიგანტთა მატჩში“ (აშშ-სსრკ) გამარჯვებული (1959). საუკეთესო შედეგი — 217 სმ.

რობერტ შავლაყაძე გახდა სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენების კავალერი.

1977–80 წლებში კონგოს მძლეოსანთა ნაკრებს წვრთნიდა.





მკითხველის კომენტარები / 7 /
დიდება მის სახელს! Ღმერთმა აცხონოს! ის მართლაც ლეგენდაა!!!!!
: )))))))
06 მარტი 2020 23:36
0
ლეგენდები არ კვდებიან!
ბმბ
06 მარტი 2020 00:40
0
შესანიშნავი სპორტსმენი, რომელმაც მსოფლიოში უდიდესი სენსაცია მოახდინა!!! უფალმა გაანათლოს მისი სული...
tngh
05 მარტი 2020 14:38
0
ნათელში ამყოფოს უფალმა, ამინ!
მანჩო
05 მარტი 2020 14:30
0
ნათელში ამყოფოს მისი სული უფალმა.
emigranti
05 მარტი 2020 14:13
0
რომში ფურორი მოახდინა. დაამარცხა უძლეველი ამერიკელი თომასი და ლეგენდარული ვალერი ბრუმელი.
ჯ.ჩ.
05 მარტი 2020 14:48
0
ნათელში ამყოფოს ღმერთმა, მადლობა ყველაფრისთვის.
შალვა 73
05 მარტი 2020 14:06
0

სიახლეები პოპულარული