საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია დოპინგ-სკანდალში გაეხვია

AutoSharing Option
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრს, მძლეოსან ბენიკ აბრამიანს სამი სახის აკრძალული ნივთიერების გამოყენება აღმოუჩინეს და ბირთვის კვრაში შეჯიბრების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს - ამ ინფორმაციას  ტესტების საერთაშორისო სააგენტო ITA ადასტურებს, ინფორმაცია კი illinoisnewstoday-მ და reuters-მა გაავრცელეს.

გამოცემის მიხედვით, 36 წლის სპორტსმენს ორი სტეროიდი და აკრძალული ჰორმონი( მეტანდიენონი, დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონი და ტამოქსიფენი) აღმოაჩნდა. აბრამიანს კიდევ ერთი ტესტის მოთხოვნის უფლება აქვს და საკუთარი სიმართლის დამტკიცების შესაძლებლობა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოშიც მიეცემა.

ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

"ჩვენთვის ცნობილი გახდა,
რომ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრს, მძლეოსან ბენიკ აბრამიანს, შეჯიბრების წინ ჩატარებული დოპინგ ტესტის შედეგად აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატის კვალი.

დადგენილი წესის შესაბამისად, აბრამიანი მოხსნილია ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან.

მის შემდგომ სპორტულ კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს მოგვიანებით განიხილავენ შესაბამისი სპორტული ორგანიზაციები.

აქვე გაცნობებთ, რომ ტოკიოში გამომგზავრებამდე უკლებლივ ყველა ლიცენზიანტმა სპორტსმენმა, მათ შორის ბენიკ აბრამიანმა გაიარა დოპინგ-კონტროლი."

altრამაზ ზოიძე ნახევარფინალშია [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 9 /
ეგ ისეთ ასაკშია მაინც დამთავრებული ჰქონდა კარიერა, მაგრამ ძალიან ტეხავს, რომ ტოკიოს დათვალიერების გამო ჩვენი სპორტსმენების რეპუტაციას დარტყმა მიაყენა და ახლა უკვე ეჭვის თვალით შეიძლება დაგვიწყონ ყურება.
3
რა მოხდა ისეთი, რაც სხვაგან არ მომხდარა??? პირველი შემთხვევაა სპორტში ესეთი რამ... არც ბოლო. დაწყნარდით!!!
tngh
18:08 03-08-2021
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული