ყველასგან დავიწყებული ქართველი "ჰალკი" - "მოგების შემდეგ ყაზახს 100 000$-იანი "ტოიოტა" აჩუქეს, მე ძმაკაცმა შაურმაზე დამპატიჟა" [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა, მეტსახელად "ჰალკმა", 14 სექტემბერს ჩინეთში გამართულ მკლავჭიდის სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის - "ტოპ 8"-ის ნახევარფინალში ყაზახი კადირგალი ონგარბაევი დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც 8 დეკემბერს რუს ვიტალი ლალეტინს შეხვდება.

ლევანი საქართველოში დაბრუნების შემდეგ არავის გახსენებია, თუმცა - არც წასვლამდე.

primetime.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველი "ჰალკი" ამბობს, რომ 1 სპონსორიც კი ვერ იპოვა.

"ისრაელში უფრო კარგად დამხვდნენ, ვიდრე საქართველოში. იქაური სპორტის ფედერაცია და კერძო კლუბები გადამყვნენ თავზე. ყაზახ ჩემპიონს რომ მოვუგე, სამშობლოში დაბრუნებულს ისეთი დახვედრა მოუწყვეს, შემშურდა. პირველი
ტურის გამარჯვების შემდეგ ყაზახ სპორტსმენს სპორტის ფედერაციამ 100 000-დოლარიანი Toyota land cruiser-ის მარკის ავტომობილი და ცხენი გადასცა საჩუქრად, ბილბორდებზე მისი ფოტოები გამოაკრეს. რომ მოეგო, ალბათ, ერთ "უბანს" აჩუქებდნენ. მე რომ საქართველოში დავბრუნდი, ძმაკაცმა შაურმაზე დამპატიჟა.

კიდირგალი ონგარბაევს ჩემთან საბრძოლველად, სპეციალურ საწვრთნელ ბაზაზე, ხუთი მწვრთნელი ამზადებდა. ჩინეთის ტურზე კი ყაზახეთის სპორტის მინისტრმა გამოაცილა. მე კი თბილისში, გაუსაძლის სიცხეში შემწვარ კარტოფილზე ვვარჯიშობდი.

ერთი თეთრითაც არავინ დამიდგა გვერდით. ჩემმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და მეგობრებმა ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე თითქმის ყველა მსხვილი კომპანია მოიარეს და არც ერთი არ დაინტერესდა ჩემით", - განაცხადა ლევანმა "პრაიმ ტაიმთან" საუბარში.

"რუსთავი 2"-სთვის მიცემულ კომენტარში ქართველი მკლავჭიდელი სხვა საკითხებზეც საუბრობს.

"ძალიან მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე გამოვდივარ, ფინალში გავედი და არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ჩამოვედი საქართველოში და მხოლოდ მეგობრები დამხვდნენ. არავის დაურეკავს, არავის მოულოცავს, არც სპორტის სამინისტროდან, საერთოდ არსაიდან და რომ არ დაგიმალოთ, მეწყინა. დავიცდი ჯერ კიდევ, დაველოდები და თუ არაფერი შეიცვალა, წავალ და სხვა ქვეყნის სახელით გამოვალ. სხვა გამოსავალი არ მაქვს".

ამ ყველაფრის ფონზე კი, ლევანმა შესანიშნავად ჩაატარა ბრძოლა ყაზახი მკლავჭიდელის წინააღმდეგ და არანაირი შანსი არ მიუცია მისთვის.

"საწყის რაუნდებში მინდოდა, ლევანი დამეღალა და მერე მეცადა მოგება. ეს იყო ჩემი სტრატეგია, თუმცა ის ძალიან კარგად მომზადებული აღმოჩნდა. ყველამ იცის, რამდენად ძლიერი მეტოქეა ის. საგინაშვილთან გამართული შეხვედრიდან დიდი გამოცდილება მივიღე და იმედია, მომავალში დადგება ის დღე, როცა მის დამარცხებასაც შევძლებ", - უთხრა ონგარბაევმა armpower.net-ს.

ლევანს კი ყაზახი სპორტსმენისგან განსხვავებული აზრი აქვს.

"შეხვედრის დროს მუდმივად გაურბოდა ბრძოლას. არ არსებობს მდგომარეობა, რომელშიც მასთან წავაგებ, ის ჩემ დამარცხებას ვერასდროს შეძლებს.

რაც შეეხება ფინალს, თუ სამართლიანი მსაჯობა იქნება, ვიტალი ლალეტინსაც იმავე ანგარიშით დავამარცხებ - 6:0", - თქვა ლევანმა armpower.net-თან ინტერვიუში.


ტოპ-8-ის ბოლო, ფინალური რაუნდი 8 დეკემბერს გაიმართება. იმედია, იქამდე ლევანის მიმართ, გულშემატკივრების გარდა, სხვა ძალებიც გამოიჩენენ ყურადღებას და გვერდით დაუდგებიან სასახელო ახალგაზრდა სპორტსმენს, რომელიც თავის საქმეში ნამდვილი ჩემპიონია და მსოფლიოში საუკეთესო მკლავჭიდელი გახლავთ.

მკითხველის კომენტარები / 44 /
არა ერონული და ანტი სახეობრივი ხელისუფლება რომ გვყავს , ანუ მტრის- კრემლის დასმული, რომლის ერთადერთი მიზანია არასრულფასოვანი კომპლექსის გაჩენა , ერში ნიჰილიზმის დათესვა, ერის დემორალიზება- დეზორგანიზება , ერში განისაზღვრელი - უნიკალური ნიჭის , უნარის, შესაძლებლობების, თავისუფლება -სამართლიანობისათვის გენეტიკური მისწრაფების ჩ ა ხ შ ო ბ ა -ერის გათითოკაცებულ ნახირად ქცევა -მისი სახელმწიფოს - რუსულ გუბერნიად გადაქცევა - ეს ყველაფერში და ყოველგან უკვე თვალსაჩინოა და სანამ ერი არ ან ვერ მოიშორებს ამ ცინიკოს, ანუ ვაჭრების, მსტოვრების და ,,ყვარყვარეების,, - ხელისუფლებას, მანამ არანაირი პერსპექტივა ა რ იარსებებ - როგორც ერის, ისე მისი სახელმწიფოს განვითარება - განბმტკიცების! - ფ ა ქ ტ ი -2012 წლიდან უ კ ვ ე 700 000 ქართველი იძულებული შეიქმნა გასული ამ გუბერნია- საქართველოდ და ეს პროცესი მხოლოდ შ ე უ ქ ც ე ვ ა დ ი ა(?!) ანუ ა რ ა ნ ა ი რ ი პერსპექტივა ა ღ ა რ არსებობს!- ასე რ თ უ ლ ი გასაგებია მე-8-ე ,,სუპერ ,, წელს ?!
გლახუნა
11 ოქტომბერი 2019 15:27
12
მკლავჭიდელთა ფედერაციას სძინავს. ამ სპორტში პელეა ეს კაცი და მისი დაუფასებლობა დანაშაულის ტოლფასია.
emigranti
11 ოქტომბერი 2019 13:02
1
აშშ-ში ხელის გულზე გატარებენ! ამერიკაში ქართველობას კიდევ უფრო ა მ ა ყ ს გახდი! - რა გესაქმება კრემლის ფრთხალ ვაჭარ ებრაელი გუბერნატორის და მათი ,,ყვარყვარეების,, საქართველო- რუსულ გუბერნიაში ?! როცა ერი გ ო ნ ე მოვა , ბრძოლას დაიწყებს და მოიშორებს ამ კრემლის ვაჭრებს, მერე შეიძლება ...
გლახუნა
11 ოქტომბერი 2019 17:35
15
ეს სირცხვილი კი არა, აი იმენნა სირცხვილია!!!!!!!!!!!!!!!!!
აჩი
11 ოქტომბერი 2019 12:41
2
მძღნერი მთავრობა
Emi
11 ოქტომბერი 2019 13:03
9
ხალხო, ყველა, ვინც რამე სასიკეთოს აკეთებს ქვეყნისთვის, თავს გრძნობს დაუფასებლად. თქვენს ირგვლივ მიმოიხედეთ, რამდენი ასეთი დაუფასებელი კაცი დადის ჩუმად. სამაგიეროდ ვიღაც ჩინოვნიკი 5 დღეში 29000 ლარს ხარჯავს როუმინგში და ვიღაც 5000$-ს ავტომომსახურებაში. რამე უნდა ვქნათ, თორემ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება.
...
12 ოქტომბერი 2019 09:29
1
ეს კაცი არის ნამდვილად იმის ღირსი რომ ყუველა იცნობდეს და ზედ ყვებოდეს. ბევრი გვყავს ასეთი? უკეთილშობილესი ადამიანია, კაცური კაცია, დაჯილდოვებულია ამხელა ნიჭით და რა გაგიხდათ სამინისტროს რომ მიხედოთ? ძალოსნობას მიხედეთ ასე თუ ისე, მოჭიდავეებს ბინები, ეკუთვნოდათ ნამდვილად. ამ კაცმა რა დააშავა? ვისზე ნაკლებია თუ მეტი არაა კიდე ყველაზე. ძალიან გთხოვთ ნუ გააქცევთ სადმე და დაკარგავთ ამხელა ადამიანს. ღირსები კი ხართ ისე სხვაგან გადავიდეს და მერე საქართველო მძიმე წონაში მკლავჭიდში დაემშვიდობოს ამის მომგების მოძებნას> ლევან წარმატებები, სულ გიყურებ, მაგრად მიყვარხარ და მაგრად გგულშემატკივრობ!
asaqsdasa
11 ოქტომბერი 2019 12:54
0
ამ "ქვეყანაში" ბევრი ვართ მასე, ვისაც შრომა არ დაგვიფასეს, უსამართლონ მოგექცნენ და დაგვჩაგრეს. ლევან, ჩემი და შენი შეცდომა ის არის რომ უფრო ადრე არ დავიწყეთ ამ ჭაობიდან წასვლაზე ფიქრი.
ჯვებე
11 ოქტომბერი 2019 13:24
7
ეს კაცი უნდა დაფასდეს სახელმწიფოს მხრიდან, თავის სახეობაში უძლიერესი ათლეტია. იმედია გამოფხიზლდებიან სპორტის მესვეურები!!
ზაზა
11 ოქტომბერი 2019 12:53
0
ხომ არის არაოლიმპიურ სახეობათა ფედერაცია? ან რა უნდა იყოს იმაზე სასახელო, რომ ასეთი თანამშრომელი გყავს? რატომ არ ინტერესდებიან ფირმები ასეთი გენიალური ხალხით? ამაზე უკეთესი რეკლამა რა უნდა იყოს ფირმისათვის?
ჟორა გაბრიჭიძე
11 ოქტომბერი 2019 14:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული