ყველასგან დავიწყებული ქართველი "ჰალკი" - "მოგების შემდეგ ყაზახს 100 000$-იანი "ტოიოტა" აჩუქეს, მე ძმაკაცმა შაურმაზე დამპატიჟა" [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა, მეტსახელად "ჰალკმა", 14 სექტემბერს ჩინეთში გამართულ მკლავჭიდის სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის - "ტოპ 8"-ის ნახევარფინალში ყაზახი კადირგალი ონგარბაევი დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც 8 დეკემბერს რუს ვიტალი ლალეტინს შეხვდება.

ლევანი საქართველოში დაბრუნების შემდეგ არავის გახსენებია, თუმცა - არც წასვლამდე.

primetime.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველი "ჰალკი" ამბობს, რომ 1 სპონსორიც კი ვერ იპოვა.

"ისრაელში უფრო კარგად დამხვდნენ, ვიდრე საქართველოში. იქაური სპორტის ფედერაცია და კერძო კლუბები გადამყვნენ თავზე. ყაზახ ჩემპიონს რომ მოვუგე, სამშობლოში დაბრუნებულს ისეთი დახვედრა მოუწყვეს, შემშურდა. პირველი
ტურის გამარჯვების შემდეგ ყაზახ სპორტსმენს სპორტის ფედერაციამ 100 000-დოლარიანი Toyota land cruiser-ის მარკის ავტომობილი და ცხენი გადასცა საჩუქრად, ბილბორდებზე მისი ფოტოები გამოაკრეს. რომ მოეგო, ალბათ, ერთ "უბანს" აჩუქებდნენ. მე რომ საქართველოში დავბრუნდი, ძმაკაცმა შაურმაზე დამპატიჟა.

კიდირგალი ონგარბაევს ჩემთან საბრძოლველად, სპეციალურ საწვრთნელ ბაზაზე, ხუთი მწვრთნელი ამზადებდა. ჩინეთის ტურზე კი ყაზახეთის სპორტის მინისტრმა გამოაცილა. მე კი თბილისში, გაუსაძლის სიცხეში შემწვარ კარტოფილზე ვვარჯიშობდი.

ერთი თეთრითაც არავინ დამიდგა გვერდით. ჩემმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და მეგობრებმა ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე თითქმის ყველა მსხვილი კომპანია მოიარეს და არც ერთი არ დაინტერესდა ჩემით", - განაცხადა ლევანმა "პრაიმ ტაიმთან" საუბარში.

"რუსთავი 2"-სთვის მიცემულ კომენტარში ქართველი მკლავჭიდელი სხვა საკითხებზეც საუბრობს.

"ძალიან მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე გამოვდივარ, ფინალში გავედი და არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ჩამოვედი საქართველოში და მხოლოდ მეგობრები დამხვდნენ. არავის დაურეკავს, არავის მოულოცავს, არც სპორტის სამინისტროდან, საერთოდ არსაიდან და რომ არ დაგიმალოთ, მეწყინა. დავიცდი ჯერ კიდევ, დაველოდები და თუ არაფერი შეიცვალა, წავალ და სხვა ქვეყნის სახელით გამოვალ. სხვა გამოსავალი არ მაქვს".

ამ ყველაფრის ფონზე კი, ლევანმა შესანიშნავად ჩაატარა ბრძოლა ყაზახი მკლავჭიდელის წინააღმდეგ და არანაირი შანსი არ მიუცია მისთვის.

"საწყის რაუნდებში მინდოდა, ლევანი დამეღალა და მერე მეცადა მოგება. ეს იყო ჩემი სტრატეგია, თუმცა ის ძალიან კარგად მომზადებული აღმოჩნდა. ყველამ იცის, რამდენად ძლიერი მეტოქეა ის. საგინაშვილთან გამართული შეხვედრიდან დიდი გამოცდილება მივიღე და იმედია, მომავალში დადგება ის დღე, როცა მის დამარცხებასაც შევძლებ", - უთხრა ონგარბაევმა armpower.net-ს.

ლევანს კი ყაზახი სპორტსმენისგან განსხვავებული აზრი აქვს.

"შეხვედრის დროს მუდმივად გაურბოდა ბრძოლას. არ არსებობს მდგომარეობა, რომელშიც მასთან წავაგებ, ის ჩემ დამარცხებას ვერასდროს შეძლებს.

რაც შეეხება ფინალს, თუ სამართლიანი მსაჯობა იქნება, ვიტალი ლალეტინსაც იმავე ანგარიშით დავამარცხებ - 6:0", - თქვა ლევანმა armpower.net-თან ინტერვიუში.


ტოპ-8-ის ბოლო, ფინალური რაუნდი 8 დეკემბერს გაიმართება. იმედია, იქამდე ლევანის მიმართ, გულშემატკივრების გარდა, სხვა ძალებიც გამოიჩენენ ყურადღებას და გვერდით დაუდგებიან სასახელო ახალგაზრდა სპორტსმენს, რომელიც თავის საქმეში ნამდვილი ჩემპიონია და მსოფლიოში საუკეთესო მკლავჭიდელი გახლავთ.

მკითხველის კომენტარები / 44 /
ეს ტურნირი არის კერძო და კომერციული, რა შუაშია სახელმწიფო და აღიარება. ვიღაცამ, ვიღაცას, სადღაც, რაღაცა აჩუქა მთავრობა რა შუაშია. ასეთი, კომერციული ტურნირები არი MMA-ში კრივში, ექსტრემალურ სახეობებში, სკეიტბორდებით, მოტოებით თუ რედ-ბულის თვითმფრინავებით და ყველაფერი სახელმწიფომ უნდა აფინანსოს? თუ აქვს ჯანი და სპორტული მონაცემები, სცადოს სპორტის აღიარებულ ან ოლიმპიური სახეობაში. საერთოდ ვინმე უყურებს ამ მკლავჭიდს, ან რომელიმე მკლვაჭიდელს იცნობთ, ვთქვათ ევროპიდან, ამერკიდან და ა.შ. არანაირი პოპულარობა ან მნიშვნელობა მკლვაჭიდს არ აქვს მსოფლიოში, ყველგან არის სამოყვარულო სახეობა.
გიორგი
11 ოქტომბერი 2019 13:53
40
რას ქვია საერთოდ ვინმე უყურებს ამ სპორტს და არის თუ არა პოპულარული შენ ხო არ გაჟრიალებს ჰა შენ თუ არ იცი და ინტერესი არ გაქვს გაიწი რა გვერდზე, უყურე იმ ფეხბურთს და ჩოგბურთს და ყარე კუშები ტოტალიზატორში, ამ სპორტს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს გინდა ევროპაში გინდა რუსეთში პოსტ საბჭოთა ქვეყნებში და ამერიკაში ხომ საერთოდ ერთი ნახე ამერიკაში რა შოუები იდგმება მკლავჭიდის და რა საპრიზო ფონდი ტრიელებს ან ვიდეოები მაინც ნახე იუთუბზე და რამდენი ნახვები აქვს ამ სპორტს რამდენი სპორტსმენიც გინდა იმდენს ჩამოგითვლი ამ სპორტში დაჟე ვინ რომელი ქვეყნიდანააა დაგენიძლავები ფეხბურთელს და ჩოგბურთელს ერთად აღებულს ვერ დამისახელებ მაგდენს
გოგა
11 ოქტომბერი 2019 22:41
1
ჰოდა გამოვა სხვა ქვეყნის სახელით, მაგრამ აქ ზოგიერთი მერე მოღალატედ შერაცხავს
11
11 ოქტომბერი 2019 14:43
2
სამარცხვინოა. ძალიან შემრცხვა მე პირადად. ნეტა შემეძლოს, მე დავაფინანსებდი ამ კაცს. :(((((((
nanka2002
11 ოქტომბერი 2019 13:41
1
სულ რომ შვარცნეგერს გადაუწიოს ხელი, გადასახადების გადამხდელების ფულის მოთხოვნა ამორალურია, ფეხზე კიდია ხალხს მკლავჭიდი და სპონსორსაც იმიტომ ვერ პოულობს, ყველა ბიუჯეტს როგორ ეწუწუნება ტო
თორნიკე
11 ოქტომბერი 2019 13:36
62
ხოდა შეგროვდით გულუხვები დაუთრიეთ თქვენი ჯიბიდან რენჯროვერები და ცხენები. სხვაზე წართმეული ფულის განაწილება ადვილია ძაან კი
თორნიკე
11 ოქტომბერი 2019 17:34
2
შენ რა იცი რას ნიშნავს ქვეყნისთვის სპორტი.
ფრთხილად ფულში არ დაიხრჩოთ
11 ოქტომბერი 2019 14:07
5
მესია თავის სახეობაში ეს კაცი და რატომ აიგნორებენ ასე არ ვიცი
123
11 ოქტომბერი 2019 13:25
2
ამ "ქვეყანაში" ბევრი ვართ მასე, ვისაც შრომა არ დაგვიფასეს, უსამართლონ მოგექცნენ და დაგვჩაგრეს. ლევან, ჩემი და შენი შეცდომა ის არის რომ უფრო ადრე არ დავიწყეთ ამ ჭაობიდან წასვლაზე ფიქრი.
ჯვებე
11 ოქტომბერი 2019 13:24
7
ლევან!!

100%-იანი მართალი ხარ! გულგასატეხი ამბავია ნამდვილად! მადლობა სპორტალ.ჯე-ს რომ ეს ამბავი გამოაშკარავეთ და გთხოვთ არ დაივიწყოთ არც ლევანი და არც ლევანის მსგავსი სხვა სპროტსმენები.

ესაა სირხვილი!

მგონი ქართული პრესა, კომპანიები და ყველა ქართველი გვერდში უნდა დავუდგეთ ასეთ ადამიანებს და ჩვენი პროტესტით მივაწვდინოთ ხმა ყველასთან, სპორტის სამინისტრი იქნება მთავრობა თუ პარლამენტი, ასევე კერძო სექტორი - რათა ასეთ წარმატებულ ქართველებს ისე მოეპყრნონ როგორც იმსახურებენ.

ჩვენ ისეთი მდიდარი ქვეყანა არ ვართ რომ ასეთი ხალხი დავკარგოთ და გვერდში არ დავუდგეთ. ეს ხალხია ჩვენი ფუფუნება და დროშა მსოფლიოში თუ გნებავთ.

ლევან! თუ კითხულობ ამ გაზეთებს და გამოხმაურებებს, გახსოვდეს რომ შენსკენაა ერი, და არ გაჩუმდე ან არ "გაგიტყდეს" მსგას რამეებზე შენი გულისტკივილი გაგვაგებინო. ტოიოტა კი არა, მეტიც გეკუთვნის!!
azri
11 ოქტომბერი 2019 13:20
1
ჩვენს სპორტსმენებს ჩვევად ექცათ შანტაჟის ენით საუბარი " თუ არ გინდათ წავალ სხვა ქვეყანაში". ცხადია არასწორია ასეთი წარმატებული სპორტსმენის უგულვებელყოფასახელმწიფოს და მედიის მხრიდან.. მაგრამ მეორეს მხრივ სპორტსმენებმაც თავისი ემოცია-ამბიცია უნდა აკონტროლონ.
და საერთოდ, ვისაც საქართველო არ უნდა კარგად იყოს სხვაგან.
გიორგი
11 ოქტომბერი 2019 13:07
52
მძღნერი მთავრობა
Emi
11 ოქტომბერი 2019 13:03
9
მკლავჭიდელთა ფედერაციას სძინავს. ამ სპორტში პელეა ეს კაცი და მისი დაუფასებლობა დანაშაულის ტოლფასია.
emigranti
11 ოქტომბერი 2019 13:02
1
არც არავინ არ გვყავს მოქალაქეებისგან შემდგარი ქომაგები,რომ იმდენი იხმაუროს სპორტის სამინისტრო გამოაფხიზლონ.მარტო ფულის ჭამაზე რომ არიან გადასულები.ასეთი სასახელო კაცის დაუნახავობა არის სამარცხვინო ყველას სპორტში მოღვაწისთვის.მართლა ღირსია ეს ქვეყანა და ხალხი რომ წავიდეს და სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზოს.სირცხვილი საქართველო და სპორტსმენებო.რა მნიშვნელობა აქვს რომელ სპორტში ხართ.
mg
11 ოქტომბერი 2019 12:58
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული