ყველასგან დავიწყებული ქართველი "ჰალკი" - "მოგების შემდეგ ყაზახს 100 000$-იანი "ტოიოტა" აჩუქეს, მე ძმაკაცმა შაურმაზე დამპატიჟა" [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა, მეტსახელად "ჰალკმა", 14 სექტემბერს ჩინეთში გამართულ მკლავჭიდის სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის - "ტოპ 8"-ის ნახევარფინალში ყაზახი კადირგალი ონგარბაევი დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც 8 დეკემბერს რუს ვიტალი ლალეტინს შეხვდება.

ლევანი საქართველოში დაბრუნების შემდეგ არავის გახსენებია, თუმცა - არც წასვლამდე.

primetime.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველი "ჰალკი" ამბობს, რომ 1 სპონსორიც კი ვერ იპოვა.

"ისრაელში უფრო კარგად დამხვდნენ, ვიდრე საქართველოში. იქაური სპორტის ფედერაცია და კერძო კლუბები გადამყვნენ თავზე. ყაზახ ჩემპიონს რომ მოვუგე, სამშობლოში დაბრუნებულს ისეთი დახვედრა მოუწყვეს, შემშურდა. პირველი
ტურის გამარჯვების შემდეგ ყაზახ სპორტსმენს სპორტის ფედერაციამ 100 000-დოლარიანი Toyota land cruiser-ის მარკის ავტომობილი და ცხენი გადასცა საჩუქრად, ბილბორდებზე მისი ფოტოები გამოაკრეს. რომ მოეგო, ალბათ, ერთ "უბანს" აჩუქებდნენ. მე რომ საქართველოში დავბრუნდი, ძმაკაცმა შაურმაზე დამპატიჟა.

კიდირგალი ონგარბაევს ჩემთან საბრძოლველად, სპეციალურ საწვრთნელ ბაზაზე, ხუთი მწვრთნელი ამზადებდა. ჩინეთის ტურზე კი ყაზახეთის სპორტის მინისტრმა გამოაცილა. მე კი თბილისში, გაუსაძლის სიცხეში შემწვარ კარტოფილზე ვვარჯიშობდი.

ერთი თეთრითაც არავინ დამიდგა გვერდით. ჩემმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და მეგობრებმა ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე თითქმის ყველა მსხვილი კომპანია მოიარეს და არც ერთი არ დაინტერესდა ჩემით", - განაცხადა ლევანმა "პრაიმ ტაიმთან" საუბარში.

"რუსთავი 2"-სთვის მიცემულ კომენტარში ქართველი მკლავჭიდელი სხვა საკითხებზეც საუბრობს.

"ძალიან მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე გამოვდივარ, ფინალში გავედი და არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ჩამოვედი საქართველოში და მხოლოდ მეგობრები დამხვდნენ. არავის დაურეკავს, არავის მოულოცავს, არც სპორტის სამინისტროდან, საერთოდ არსაიდან და რომ არ დაგიმალოთ, მეწყინა. დავიცდი ჯერ კიდევ, დაველოდები და თუ არაფერი შეიცვალა, წავალ და სხვა ქვეყნის სახელით გამოვალ. სხვა გამოსავალი არ მაქვს".

ამ ყველაფრის ფონზე კი, ლევანმა შესანიშნავად ჩაატარა ბრძოლა ყაზახი მკლავჭიდელის წინააღმდეგ და არანაირი შანსი არ მიუცია მისთვის.

"საწყის რაუნდებში მინდოდა, ლევანი დამეღალა და მერე მეცადა მოგება. ეს იყო ჩემი სტრატეგია, თუმცა ის ძალიან კარგად მომზადებული აღმოჩნდა. ყველამ იცის, რამდენად ძლიერი მეტოქეა ის. საგინაშვილთან გამართული შეხვედრიდან დიდი გამოცდილება მივიღე და იმედია, მომავალში დადგება ის დღე, როცა მის დამარცხებასაც შევძლებ", - უთხრა ონგარბაევმა armpower.net-ს.

ლევანს კი ყაზახი სპორტსმენისგან განსხვავებული აზრი აქვს.

"შეხვედრის დროს მუდმივად გაურბოდა ბრძოლას. არ არსებობს მდგომარეობა, რომელშიც მასთან წავაგებ, ის ჩემ დამარცხებას ვერასდროს შეძლებს.

რაც შეეხება ფინალს, თუ სამართლიანი მსაჯობა იქნება, ვიტალი ლალეტინსაც იმავე ანგარიშით დავამარცხებ - 6:0", - თქვა ლევანმა armpower.net-თან ინტერვიუში.


ტოპ-8-ის ბოლო, ფინალური რაუნდი 8 დეკემბერს გაიმართება. იმედია, იქამდე ლევანის მიმართ, გულშემატკივრების გარდა, სხვა ძალებიც გამოიჩენენ ყურადღებას და გვერდით დაუდგებიან სასახელო ახალგაზრდა სპორტსმენს, რომელიც თავის საქმეში ნამდვილი ჩემპიონია და მსოფლიოში საუკეთესო მკლავჭიდელი გახლავთ.

მკითხველის კომენტარები / 44 /
ჯაჭვლიანი რომ ეყოლება ფედერაციის პრზეიდენტად, მეტი ცუდი რაღა უნდა გაუკეთონ ამ კაცს. ელემენტარულად აეროპორტში დახვდი, გააშუქე, ცოტაც დააფასე, სტიმული მიეცი, ბოლობოლო თაობები მოდიან, მაგ სპორტში დაუფასებლობას თაობათა ჩავარდნა მოყვება. ფეხბურთში არაფერი გამოდის და ტენიან ფულებს მაინც. აქ კიდე სადაც გამოდის იქ ...
სან დრო©
11 ოქტომბერი 2019 20:20
1
წასი ძმაო სხვაგან წადი,ამას გულისტკივილით ვამბობ მარა სიმართლეა,აქ არაინტერესებთ სპორტი გარდა იმ სახეობებისა რომლებზეც ტოტალიზატორის მეშვეობით ჩაწყობა და მაყუთის მოხსნა შეიძლება...არ შეალიო შენი ჯანი აქაურობას აზრი არაქ,წადი სხვაგან სცადე ბედი და უეჭველი დაგიფასდება,იმდენ ყურადღებას მაინც მოგაქცევენ რომ სპორტიდან წასვლის შემდეგ შენნაირი ახალგაზრდები აღგაზრდევინოს....წადი აქედან თუგაქ შანსი,ესქვეყანა ჭაობს წარმოადგენს რომელიც პირველრიგში მონდომებულ,ენთუზიაზისტ ხალხს ჭამს.
Temuri
11 ოქტომბერი 2019 17:43
11
აღარ მოვყვები იმის ახსნას (ძალიან ბევრჯერ ავხსენი ჩემ პირად გვერდზე და სხვადასხვა საუბრებში) თუ რა სირცხვილია რომ ამ კაცს, ფართო საზოგადოება არ იცნობს, მკლავჭიდელი ტალახაძეა, ვერავინ უგებს და დიდი ხანი კიდე ეგრე იქნება. ჟურნალისტებმა სასწრაფოდ დააყენეთ აზრი, რომ წლევანდელ საუკეთესო სპორტსმენი ნომინაციაში მაინც იქნას წარდგენილი!
Irakli Apkhaidze
11 ოქტომბერი 2019 12:15
1
მესია თავის სახეობაში ეს კაცი და რატომ აიგნორებენ ასე არ ვიცი
123
11 ოქტომბერი 2019 13:25
2
სამარცხვინოა. ძალიან შემრცხვა მე პირადად. ნეტა შემეძლოს, მე დავაფინანსებდი ამ კაცს. :(((((((
nanka2002
11 ოქტომბერი 2019 13:41
1
ეს დედააფეთქებული, რა გვჭირს? ლევანი აღიარებულია როგორც უძლიერესი სპორტის ამ სახეობაში. რა მნიშვნელი აქვს, არის პროფესიული თუ არა - მკლავჭიდს ძალიან დიდი აუდიტორია ჰყავს მთელ მსოფლიოში და ლავანი კიდე მეფეა ამ სპორტის. მე პირადად ძალიან გამიკვირდა, რომ არცერთი სიუჟეტი არ მიუძღვნეს ამ შესანიშნავ კაცის მაგარ გამოსვლას.
წავა და მერე იამაყეთ - ქართული წარმომავლობის ჩემპიონი გვყავსო.
ალექსანდრე
11 ოქტომბერი 2019 16:28
2
ლევან!!

100%-იანი მართალი ხარ! გულგასატეხი ამბავია ნამდვილად! მადლობა სპორტალ.ჯე-ს რომ ეს ამბავი გამოაშკარავეთ და გთხოვთ არ დაივიწყოთ არც ლევანი და არც ლევანის მსგავსი სხვა სპროტსმენები.

ესაა სირხვილი!

მგონი ქართული პრესა, კომპანიები და ყველა ქართველი გვერდში უნდა დავუდგეთ ასეთ ადამიანებს და ჩვენი პროტესტით მივაწვდინოთ ხმა ყველასთან, სპორტის სამინისტრი იქნება მთავრობა თუ პარლამენტი, ასევე კერძო სექტორი - რათა ასეთ წარმატებულ ქართველებს ისე მოეპყრნონ როგორც იმსახურებენ.

ჩვენ ისეთი მდიდარი ქვეყანა არ ვართ რომ ასეთი ხალხი დავკარგოთ და გვერდში არ დავუდგეთ. ეს ხალხია ჩვენი ფუფუნება და დროშა მსოფლიოში თუ გნებავთ.

ლევან! თუ კითხულობ ამ გაზეთებს და გამოხმაურებებს, გახსოვდეს რომ შენსკენაა ერი, და არ გაჩუმდე ან არ "გაგიტყდეს" მსგას რამეებზე შენი გულისტკივილი გაგვაგებინო. ტოიოტა კი არა, მეტიც გეკუთვნის!!
azri
11 ოქტომბერი 2019 13:20
1
საქართველოსი ალბათ მკლავჭიდის ფედერაცია იქნება თავისი პრეზიდენტით საბჭოთი და ათეულობით თანამსრომლით რომელმაც მისი სახელიც კი არ იცის სამაგიეროდ მაგისი მიღწევებით ბიუჯეტის ფულს კარგად ხაპავენ სირცხვილია!!!!
11 ოქტომბერი 2019 16:44
0
ღირსეული, საამაყო და თავმდაბალი კაცია ლევანი.
ioane
11 ოქტომბერი 2019 15:37
1
თავმდაბალი ვითომ ?

ეხლა ჩვენს სპორტში ცოლების გამოხტომებია მოდაში და ამის ცოლიც ხომ არაფერს დაწერს ფეისბუქში მისი ქმრის გენიალურობაზე და იმაზე რომ მთელი საქართველო მის წინააღმდეგაა?
გიორგი
12 ოქტომბერი 2019 10:45
22
გული არ გაიტეხო ლევან. მეც არაფერი დამიფასეს (რა თქმა უნდა შენნაირი წარმატებული სპორტსმენი არ ვარ მაგრამ მაინც). ყველამ ფეხებზე რომ დამიკიდა და უნდოდათ უფასოდ მემუშავა ყველგან, უმიტომ რომ პატრონი არ მყავს. მაგიტომ წავედი საზღვარგარეთ. აქ ყველაფერი დამიფასეს. მიხარია ახლა ეს? კი თავიდან მხაროდა, ახლა არა. იმიტომ რომ "ტეხავს" საკუთარ ქვეყანაში რომ ვერ იჩენ თავს უპატრონობის გამო
თემო
11 ოქტომბერი 2019 14:32
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული