ნურმაგომედოვი კორონავირუსზე: არაფერი ვიცი, რა ხდება

AutoSharing Option
სანამ კორონავირუსი მთელ მსოფლიოს იპყრობს და ერთადერთი მოვლენაა ბოლო პერიოდში, რამაც სპორტულ სამყაროსაც კი დიდი ზიანი მოუტანა, UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვი იმდენადაა სავარჯიშო პროცესში ჩართული, რომ ბოლო სიახლეების საქმის კურსში არ არის. 

"საერთოდ არ ვიცი, რა ხდება. დარბაზის გარეთ არაფერი მესმის. ისეთივე ინფორმაცია მაქვს, როგორიც ყველას.

დარბაზში ვატარებ დიდ დროს და ბრძოლისთვის ვემზადები. არავინ იცის, ხვალ და ზეგ რა იქნება", - თქვა ხაბიბმა.

შეგახსენებთ, 19 აპრილს ხაბიბ ნურმაგომედოვი ტონი ფერგიუსონს დაუპირისპირდება. UFC-ის პრეზიდენტი დეინა უაითი არ აპირებს არც
ერთი ღონისძიების გაუქმებას ან გადატანას.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მისი ინტერესი მხოლოდ ოქტაგონს და კიდევ ერთ მოგებას უკავშირდება.
Sara
15:12 25-03-2020
0
ძალიანაც კარგატ იცის
paata
14:52 19-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული